ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„ამნესთი ინთერნეიშენალის“ 2022 წლის ანგარიში - საქართველოში შერჩევითი სამართალი და ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიმართ პოლიტიკური სარჩულით დევნა კვლავ გრძელდებოდა

ნახვები: 645 „ამნესთი ინთერნეიშენალის“ 2022 წლის ანგარიში - საქართველოში შერჩევითი სამართალი და ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიმართ პოლიტიკური სარჩულით დევნა კვლავ გრძელდებოდა

„ამნესთი ინთერნეიშენალი“ 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც 156 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარებაა მიმოხილული.

საქართველოს შესახებ ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო შეიზღუდა.

„შერჩევითი სამართალი და ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიმართ პოლიტიკური სარჩულით დევნა კვლავ გრძელდებოდა. ახალი კანონებით გაფართოვდა მიყურადების უფლების ფარგლები და კიდევ უფრო შეილახა სასამართლოსა და საზედამხედველო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა. გრძელდებოდა ქალებისა და გოგონების მიმართ დისკრიმინაცია; კვლავ ხშირი იყო მათ მიმართ ძალადობის შემთხვევები. წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის საქმეებზე ეფექტური გამოძიების არქონა გამოწვევად რჩებოდა როგორც მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – ნათქვამია „ამნესთი ინთერნეიშენალის“ წლიურ ანგარიშში.

ანგარიშშია აღნიშნულია, რომ 2022 წლის განმავლობაში საქართველოში პოლიტიკური კრიზისი კვლავ გრძელდებოდა.

დოკუმენტში ასევე საუბარია გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით არსებულ ტენდენციებზე.

„კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების მიმართ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებულ აგრესიულ განცხადებებსა და მათ მიმართ წამოწყებულ ცილისწამების საქმეებს გამოხატვის თავისუფლებაზე მსუსხავი ეფექტი ჰქონდა. ასეთივე გავლენა ჰქონდა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობას“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 4 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის ივლისში ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმაში მონაწილე ექვს პირს ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ძალადობრივი ჯგუფების სავარაუდო ორგანიზატორები დაუსჯელები დარჩნენ. „ამნესთი ინთერნეიშენალი“ ასევე აღნიშნავს, რომ არ მომხდარა აფგან მუხთარლის გატაცების ეფექტური გამოძიება და საანგარიშო წლის ბოლოსთვის ბრალი არავის მიმართ არ ყოფილა წარდგენილი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ გასული წლის 6 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო და ამით საბოლოოდ მიიღო სადავო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც
სამართალდამცავი სტრუქტურების ფარული მიყურადების წარმოების უფლებამოსილები გაიზარდა.

„ამნესთი ინთერნეიშენალი“ აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მზარდი გავლენა სასამართლო სისტემაზე, შერჩევითი სამართლის გამოყენება და ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა და კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების მიმართ პოლიტიკური სარჩულით დევნა კვლავ გამოწვევად დარჩა. დოკუმენტში საუბარია მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე; ასევე, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

დოკუმენტში საუბარია ქალთა უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობასა და ფემიციდის შემთხვევებზე.

„მედიაში გავრცელდა ცნობები ქალთა მკვლელობის 21 შემთხვევის შესახებ, რამაც გააძლიერა წუხილები, რომ ფემიციდი და გენდერული ნიშნით მოტივირებული სხვა სახის დანაშაულები იზრდება. ჩვილთა და დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირების მიზნით მიღებული ზომები კვლავ არ იყო საკმარისი“, – აღნიშნულია ანგარიშში.

„ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარება სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაუარესდა, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა