თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ლევან ბეჟაშვილი - 2020 წელს განიხილებოდა ნიკა გილაურის საარჩევნო სიაში ჩართვის საკითხი და მოიხსნა მაშინ, როცა პრემიერის კანდიდატად სააკაშვილი დასახელდა - დაველოდოთ პროცესები როგორ განვითარდება

ნახვები: 665 ლევან ბეჟაშვილი - 2020 წელს განიხილებოდა ნიკა გილაურის საარჩევნო სიაში ჩართვის საკითხი და მოიხსნა მაშინ, როცა პრემიერის კანდიდატად სააკაშვილი დასახელდა - დაველოდოთ პროცესები როგორ განვითარდება

2020 წელს განიხილებოდა ნიკა გილაურის საარჩევნო სიაში კანდიდატად ჩართვის საკითხი, ეს საკითხი მოიხსნა მაშინ, როცა პრემიერის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დასახელდა - დაველოდოთ პოლიტიკური პროცესები როგორ განვითარდება და ყველა მივიღებთ პასუხს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, გილაური წარმოადგენს საქართველოში ერთ- ერთ ყველაზე მსხვილ ბიზნეს ოჯახს.

„ბუნებრივია, თავის ფინანსური ინტერესები გააჩნია საქართველოს ეკონომიკაშიც და წონაც გააჩნია, ამიტომ მისი საქმეა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩაერთვება თუ არა პოლიტიკურ საქმიანობაში. მისი სახელი "ნაციონალურ მოძრაობასთან" მიმართებით 2020 წელს გაჟღერებული იქნა, განიხილებოდა მისი საარჩევნო სიაში კანდიდატად ჩართვის საკითხი, ეს საკითხი მოიხსნა მაშინ, როცა პრემიერ- მინისტრის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა დასახელდა, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, ეს მოცემულობაა, რაც ბოლო წლებში მას "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" ჰქონია,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.

 

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობაში" რაიმე დაპირისპირება არ არსებობს და არსებობს განსხვავებული ხედვები. ბეჟაშვილი ამბობს, რომ ვერც ნიკა მელიას განცხადებაში ამოიკითხა რაიმე ბრალდებები.

"ვფიქრობ, ყველა უნდა გამოვიდეთ "ნაციონალური მოძრაობის" შიდა არჩევნების პროცესის ინერციიდან, ბრალდებები კონკრეტული მხარის მიმართ მე ვერ ამოვიკითხე და თუ ვინმე ასე კითხულობს, არის არარელევანტური. თამარ ჩარკვიანის გავრცელებული ინფორმაცია არის მისი ინფორმაცია, მას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული მოტივაცია, ანალიტიკური კვლევა შეიძლება უდევს საფუძვლად, ან კონკრეტული სხვა ინფორმაცია. თუმცა, ჩვენ საკითხზე ინფორმაცია გავიგეთ სოციალური ქსელებიდან, შევატყობთ, პოლიტიკური პროცესები როგორ განვითარდება, მის განცხადებებს ექნება თუ არა საფუძვლები, უახლოეს პერიოდში დავინახავთ, მკითხაობა, ბრალდებები უსაფუძვლოა და ისედაც ნეგატიურ პოლიტიკურ სივრცეს, კიდევ უფრო ნეგატიურად განაწყობს.

მე ასეთი ვარაუდის (მელიას მიერ პარტიის დატოვების) საფუძველს ვერ ვხედავ, ხატიას (დეკანოიძის) შემთხვევაშიც, რამ განაპირობა მისი პარტიიდან წასვლა გაურკვეველი და კითხვის ნიშნების ქვეშ დარჩა. ამიტომ პროცესებზე მკითხაობა რომ არ ვაწარმოოთ, დაველოდოთ ვითარება, პოლიტიკური პროცესები როგორ განვითარდება და ყველა მივიღებთ პასუხს.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. თუ არის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები პარტიულ განვითარებასთან დაკავშირებით, ეს არ ნიშნავს დაპირისპირებას. არჩევნების შედეგად არავის გაუმარჯვია, ეს პროცესი არ იყო გამარჯვებულის და დამარცხებულის, ეს იყო არჩევნები, სადაც პარტიის აქტივმა გააკეთა არჩევანი კონკრეტულ კანდიდატზე და განვითარების მიმართულებაზე. დაპირისპირების თემა უნდა ამოვწუროთ, ნუ აძლევთ ნიკა მელიას პოსტს ასეთ ინტერპრეტაციას, იქ არავინ იგულისხმება, თუ იგულისხმება უნდა დაზუსტდეს. მკითხაობა არ არის სასარგებლო საქმე პოლიტიკისთვის“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია „კაგებეს“ მეთოდით ჭორების გავრცელებას“ უწოდებს დეპუტატ თაკო ჩარკვიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით პარტია იქმნება, თავმჯდომარე იქნება ნიკა გილაური, პარტიას კი, ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე შეუერთდებიან.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა