ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ირაკლი კობახიძე - სწორედ გიორგი ვაშაძე სვამდა ყავას მაშინ, როდესაც სამუშაო ჯგუფების წევრები 12 პუნქტის შესრულებაზე მუშაობდნენ

ნახვები: 641 ირაკლი კობახიძე - სწორედ გიორგი ვაშაძე სვამდა ყავას მაშინ, როდესაც სამუშაო ჯგუფების წევრები 12 პუნქტის შესრულებაზე მუშაობდნენ

გიორგი ვაშაძე ყავის მსმელებს უწოდებს ადამიანებს, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში იყვნენ 12 პუნქტის შესრულებაში ჩართული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გიორგი ვაშაძის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების წევრები, რომლებსაც გიორგი ვაშაძემ ყავის მსმელები უწოდა, მთელი ამ დროის განმავლობაში დაკავებულნი იყვნენ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობით.

„რეალურად ეს არის რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება 12 პუნქტის შესრულების პროცესის მიმართ. ეს ადამიანები მთელი ამ დროის განმავლობაში მუშაობდნენ 12 პუნქტის შესრულებაზე, როდესაც ყავას სვამდა სწორედ ვაშაძე. ყავის მსმელებს უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში იყვნენ 12 პუნქტის შესრულებაში ჩართული. ეს არის მათი დამოკიდებულება. ისინი სულმოუთქმელად ელოდებიან დეკემბერს, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რათა ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გამოიყენონ ქვეყნის ასარევად, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება, განსხვავებით შარშანდელი გადაწყვეტილებისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა