სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

აშშ „უოლ სთრით ჯოურნალის“ ჟურნალისტის დაკავებას გმობს და მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი

ნახვები: 645 აშშ „უოლ სთრით ჯოურნალის“ ჟურნალისტის დაკავებას გმობს და მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია „უოლ სთრით ჯოურნალის“ ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის რუსეთში დაკავების გამო, რომელსაც პატიმრობა მიესაჯა.

„რუსეთის ხელისუფლების მიერ ამერიკის მოქალაქეების დევნა მიუღებელია. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ევან გერშკოვიჩის დაკავებას“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა.

განცხადება გაკეთდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი.

„სახელმწიფო დეპარტამენტის უმაღლესი პრიორიტეტი საზღვარგარეთ აშშ-ის მოქალაქეების უსაფრთხოებაა. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს გაფრთხილებებს რუსეთის ფედერაციაში აშშ-ის მოქალაქეებისთვის საფრთხის არსებობის შესახებ. აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა, როგორც ეს აღწერილია ჩვენს რუსეთში სამოგზაურო რჩევაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა