ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ნენსი პელოსი - არავინ დგას კანონზე მაღლა, ყველას აქვს უფლება, სასამართლოს წინაშე საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს, იმედია, დონალდ ტრამპი პატივს სცემს სისტემას, რომელიც მას ამ უფლებას ანიჭებს

ნახვები: 741 ნენსი პელოსი - არავინ დგას კანონზე მაღლა, ყველას აქვს უფლება, სასამართლოს წინაშე საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს, იმედია, დონალდ ტრამპი პატივს სცემს სისტემას, რომელიც მას ამ უფლებას ანიჭებს

არავინ დგას კანონზე მაღლა და ყველას აქვს უფლება, საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს სასამართლოს წინაშე, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნენსი პელოსი დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას.

„ნაფიცმსაჯულებმა იმოქმედეს კანონისა და ფაქტების მიხედვით. არავინ დგას კანონზე მაღლა და ყველას აქვს უფლება, საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს სასამართლოს წინაშე. იმედია, ყოფილი პრეზიდენტი პატივს სცემს სისტემას, რომელიც მას ამ უფლებას ანიჭებს“, – წერს ნენსი პელოსი „ტვიტერზე“.

30 მარტს ნაფიცმსაჯულებმა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირეს. ამერიკის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს სისხლისსამართლებრივი ბრალდება ემუქრება.

საქმე ეხება დონალდ ტრამპის ადვოკატის მიერ 2016 წლის არჩევნებამდე პორნომსახიობისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდას, რასაც ნიუ იორკის პროკურატურა ხუთი წლის განმავლობაში იძიებს. ყოფილი პორნოვარსკვლავი სტორმი დანიელსი აცხადებს, რომ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა მას 130 ათასი დოლარი გადაუხადა ტრამპთან კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ. თავად ყოფილი პრეზიდენტი დანიელსთან სექსუალურ კავშირს უარყოფს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საქმეზე სასამართლო მოსმენა სამშაბათს, 4 აპრილს გაიმართება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა