რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

გიორგი კალანდარიშვილი - არჩევნებამდე 26 დღე რჩება, ცესკო სრული დატვირთვით მუშაობს, რათა არჩევნები ჩატარდეს მაღალ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტებით

ნახვები: 567 გიორგი კალანდარიშვილი - არჩევნებამდე 26 დღე რჩება, ცესკო სრული დატვირთვით მუშაობს, რათა არჩევნები ჩატარდეს მაღალ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტებით

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე 26 დღე რჩება, ცესკო სრული დატვირთვით მუშაობს, რათა არჩევნები მაღალ დონეზე და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდეს, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის დაცვას, რომელსაც ყველა დონის საარჩევნო კომისიების წევრებმა მოაწერეს ხელი.

„როგორც საოლქო, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა უნდა დაიცვან საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი, იყვნენ სამართლიანი და მიუკერძოებელი, თავი აარიდონ ისეთ ქმედებას, რომელიც მიმართული იქნება მოხელის და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისკენ. აქვე კიდევ ერთხელ შევახსენებ მათ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კომისიის წევრს ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა რეკომენდაციით მივმართო საოლქო საარჩევნო კომისიებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისაგან, რომელიც შესაძლებელია განხილულ იქნას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო ქმედებად, მათ შორის, სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის პოლიტიკური მოწოდებებისა და აგიტაციის მიზნებისთვის გამოყენებისგან, პარტიის/კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობისგან და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა პოლიტიკური პროცესებისგან", - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ამასთან, კალანდარიშვილმა საოლქო საარჩევნო კომისიებს მიმართავს, ზემოაღნიშნული შესაძლო ფაქტების პრევენციის მიზნით, მოახდინონ ხსენებული რეკომენდაციების თაობაზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დროული ინფორმირება. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ტრენინგების მნიშვნელობაზე, რომელსაც ცესკო და სწავლების ცენტრი საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის ატარებენ.

„თქვენი ამ სწავლებაში აქტიური ჩართულობა კენჭისყრის პროცესში გამორიცხავს ყველაზე მცირე ხარვეზსაც კი და ხმის მიცემისას ამომრჩევლების მაღალ დონეზე მომსახურებას უზრუნველყოფს", - აღნიშნა კალანდარიშვილმა.

ამასთან, ცესკო-ს თავმჯდომარემ ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრს ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დადგენილი პროტოკოლის დაცვისა და ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრებს, ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დადგენილი პროტოკოლის დაცვისა და ვაქცინაციისკენ. ამომრჩევლების არჩევანი გადამწყვეტია, ჩვენ ერთად ვატარებთ არჩევნებს და საზოგადოების წინაშე საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ქცევის მაღალი ეთიკური სტანდარტები და ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციის ამაღლებას.

აქვე შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრების დღეს და წყდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა