თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ზურაბ აზარაშვილი - რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მიმდინარეობს შეფასებითი სამუშაოები, რის შემდეგაც მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, დემონტაჟი მოხდება თუ რეაბილიტაცია

ნახვები: 630 ზურაბ აზარაშვილი - რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მიმდინარეობს შეფასებითი სამუშაოები, რის შემდეგაც მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, დემონტაჟი მოხდება თუ რეაბილიტაცია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მიმდინარე კვირაში დაგეგმილია ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით სხვადასხვა საკითხს დეტალურად განიხილავენ.

მისივე თქმით, ასევე დეტალურად ისაუბრებენ თანამშრომლებისთვის შეთავაზებული პირობების შესახებ.

„თვე-ნახევრის წინ ვთქვი, რომ, პირველადი შეფასებით, პირველადი დასკვნებით, აუცილებელი იქნებოდა შენობის ნაწილის დემონტაჟი და ახალი შენობის აშენება. როგორც მაშინაც აღვნიშნე, ვმუშაობდით კონცეფციაზე, შესათავაზებელ პირობებზე; ყველა დასაქმებული სამედიცინო პერსონალიდან აუცილებლად იქნებოდა უზრუნველყოფილი სამსახურით ან გაგრძელდებოდა სახელფასო ანაზღაურების გადახდა. ამ კვირაში, პარასკევს გვაქვს დაგეგმილი ღონისძიება, სადაც დეტალურად გავივლით შეთავაზების ყველა პირობას როგორც თანამშრომლებთან, ასევე დეტალურად გავივლით, ამ ეტაპზე რა ინფორმაცია გვაქვს კლინიკასთან დაკავშირებით, რა გზით მივდივართ. პროცესი არცთუ ისე ხანმოკლეა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ამასთან, როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, დემონტაჟი განხორციელდება თუ რეაბილიტაცია, თუმცა არ შეიცვლება გადაწყვეტილება, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო მაღალტექნოლოგიური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს.

„პარალელურად, რამდენიმე სხვადასხვა კომპანიაში მიმდინარეობს შეფასებითი სამუშაოები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ტექნიკური, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით რას ვიზამთ, დემონტაჟი მოხდება, რეაბილიტაცია თუ ასე შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილებას ყველა დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ მივიღებთ.

კლინიკა რომ უნდა იყოს სახელმწიფო კლინიკა, მაღალტქენოლოგიური და ყველა სტანდარტების შესაბამისი, რა სტანდარტებსაც ჩვენ 2025 წლიდან საქართველოში მოქმედ ყველა კლინიკას ვთხოვთ, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად მიღებულია და არ შეიცვლება. ახლა უკვე დეტალებია დასაზუსტებელი, როგორ მოხდება. სხვადასხვა ვადაში იქნება წარმოდგენილი დოკუმენტები. პარალელურად სწავლობს როგორც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაქირავებული კონსულტანტების ჯგუფი. ბოლო ორი თუ სამი წლის განმავლობაშიც ევროპის საინვესტიციო ბანკი აქტიურად სწავლობდა აღნიშნულ კლინიკასთან დაკავშირებულ პრობლემებს და თავის შეთავაზებას ამზადებდნენ. რაღაც პერიოდის განმავლობაში შეჩერებული იყო, დღეს უკვე გაგრძელებულია პროცესი და საბოლოო დასკვნა გვექნება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა