სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

ზურაბ ჯაფარიძე - სააკაშვილისთვის ჩამოსვლა რომ რთული ნაბიჯია გასაგებია, მაგრამ ჩამოსვლა შეიძლებოდა იანვარშიც, მარტშიც, ივნისშიც

ნახვები: 531 ზურაბ ჯაფარიძე - სააკაშვილისთვის ჩამოსვლა რომ რთული ნაბიჯია გასაგებია, მაგრამ ჩამოსვლა შეიძლებოდა იანვარშიც, მარტშიც, ივნისშიც

სააკაშვილისთვის ჩამოსვლა რომ რთული ნაბიჯია გასაგებია, მაგრამ ჩამოსვლა შეიძლებოდა იანვარშიც, მარტშიც, ივნისშიც, ლატარიას თამაშობს და ლატარიის დროა ახლა? - აცხადებს „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე, რომ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს.

„დღეს არ ამცდება ამ თემაზე კომენტარი, ამიტომ ბარემ დავწერ:

- სააკაშვილს ვერავინ დაუშლის საქართველოში დაბრუნებას. სრულიად გასაგები სურვილია და თუ რამის მჯერა მისი საუბრებიდან, ისაა რომ სამშობლოში დაბრუნება მართლა უნდა, მართლა ენატრება აქაურობა.

- ასევე მისი გადასაწყვეტია როდის, რა ფორმით, რა გზით და რა განწყობით დაბრუნდება.

მაგრამ:

როდესაც გესმის, რომ შენ არ ხარ ერთი რიგითი მოქალაქე და შენი არათუ დაბრუნება, არამედ დაბრუნების დაპირებაც კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პოლიტიკურ განწყობებზე.

როდესაც გესმის, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ივანიშვილი შენ გიყენებდა საფრთხობელად და ყოველი არჩევნების წინ ამ საფრთხობელათი დაამობილიზა საკუთარი ამომრჩეველი.

როდესაც გესმის და თუ მართლა გჯერა, რომ ეს არჩევნები მართლა კრიტიკულია ქვეყნისთვის და მართლა გადარჩენა-რუსეთში დაბრუნების საკითხი წყდება.

როდესაც გესმის, რომ ამ არჩევნებზე პრინციპულად მნიშვნელოვანია რომ მოხდეს ოპოზიციური ელექტორატის მაქსიმალური მობილიზება და შენი დაბრუნების მორიგი დაპირება მინიმუმ ივანიშვილის ელექტორატის მობილიზებას უფრო უწყობს ხელს.

როდესაც როგორც მინიმუმ სახეზე გაქვს გასული წლების გამოცდილება და არავინ იცის, ზუსტად ახლა დაბრუნების დაპირება რა გავლენას იქონიებს ამომრჩევლების განწყობებზე.

ასეთ კრიტიკულ დროს, როცა ცოტაც და დასავლეთი დიდი ხნით ხელს ჩაიქნევს ამ ქვეყანაზე.

როცა ეს ყველაფერი გესმის და მაინც იგივეს აკეთებ, რაც თითქმის ყველა არჩევნების წინ გააკეთე - გამოდიხარ მორიგი დაბრუნების დაპირებით.

სულ მინიმუმ ლატარიას თამაშობ

სულ მინიმუმ

და ლატარიის დროა ახლა?

თუ მართლა გააზრებული გაქვს, რა შეიძლება დაგვემართოს, თუ ივანიშვილი ჩაბეტონდა ოქტომბერში?

ჩამოსვლა რომ რთული ნაბიჯია გასაგებია, მაგრამ თუ ჩამოსვლას წყვეტ, ჩამოსვლა შეიძლებოდა იანვარშიც, მარტშიც, ივნისშიც, შარშანაც და შარშანწინაც.

პ.ს. კუდები რომ არ მოებას ამ ტექსტს - ყველა შეთანხმება ძალაშია, რომელიც არსებობს „გირჩი - მეტ თავისუფლებას",„ ნაციონალურ მოძრაობასა" და სხვა პარტიებს შორის. გამარჯვების და გადარჩენის გზა გადის ერთობლივ ბრძოლასა და კოორდინაციაზე", - წერს „ფეისბუქში" ზურაბ ჯაფარიძე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა