თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პირველი ნაწილი დასრულდა

ნახვები: 570 სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პირველი ნაწილი დასრულდა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დაასრულა.

პროექტის ფარგლებში შესრულებულ და დაგეგმილ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე თავის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გიორგი აბუთიძესთან ერთად გაეცნო.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული სივრცე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ის იერსახის უცვლელად განახლდა.

„დავასრულეთ ფილარმონიის წინ არსებული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი. აღნიშნული სივრცე იყო მთლიანად ამორტიზებული – დამტვრეული ფილები, მოშლილი სადრენაჟო სისტემა, ქვემოთ არსებულ ოთახებში წვიმის დროს წყალი ჩადიოდა. ეს ყველაფერი მოწესრიგდა. თქვენ იცით, რომ აღნიშნული სივრცე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და, რა თქმა უნდა, პირვანდელი სახით აღდგა. სამუშაოების მეორე ეტაპზე განხორციელდება შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები, „მუზის“ ქანდაკებაც რეაბილიტირდება და გაიწმინდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ე.წ. ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით; მოეწყო ჰიდროიზოლაცია, რათა უხვი ნალექის დროს სარდაფები დაცული იყოს დატბორვისგან; განახლდა საკონცერტო დარბაზთან ასასვლელი კიბეები. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ლითონის მოაჯირების მონტაჟი, რომელიც დამზადების პროცესშია. ასევე, დაიწყება ტერიტორიაზე არსებული შადრევნის რეაბილიტაცია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა