ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მიხეილ სარჯველაძე - იუსტიციის საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის არჩევა პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული

ნახვები: 546 მიხეილ სარჯველაძე - იუსტიციის საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის არჩევა პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, იუსტიციის საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის არჩევა პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, ამიტომ ხელისუფლება ამ არჩევნებს ვერ გააყალბებს.

მისივე თქმით, მომხრეა, რომ არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესი მეტად დისკუსირებადი იყოს, რადგან კანდიდატებისადმი ოპოზიციის ღია მხარდამჭერის ან წინააღმდეგობის ფონზე, საზოგადოებაც კარგად დაინახავს, რა დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას.

ასევე, როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, თუ სალომე ზურაბიშვილის სიტყვებში - „ოთხ ადამიანს ქვეყანა არ უნდა გადავაყოლოთ“, მოსამართლეების გათავისუფლება იგულისხმება, ეს მომავალში კიდევ მეტ საჭიროებას გამოკვეთს.

„თუ სალომე ზურაბიშვილის სიტყვებში, რომ „ოთხ ადამიანს ქვეყანა არ უნდა გადავაყოლოთ“, მოსამართლეების გათავისუფლება იგულისხმება, მაშინ ხვალ კიდევ ახალი საჭიროება დადგება. შემდეგ ამ მოსამართლეებს პოლიტიკოსებადაც დანიშნავენ. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს აზროვნებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს შენების სწორი მოდელია, ეს მათი პრობლემაა. პოლიტიკოსების მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებები მეტ სიფრთხილეს მოითხოვს იმიტომ, რომ მათ მეტი პასუხისმგებლობა მართებთ ისეთ საკითხებზე საუბრისას, რომლებიც ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის ფუნდამენტურ პრინციპებს ეხება.

სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა ასეთი საკითხია. იუსტიციის საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის არჩევა პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, ამიტომ ხელისუფლება ამ არჩევნებს ვერ გააყალბებს. ეს ადამიანები, ვინც აირჩევიან, საკუთარი კვალიფიკაციით მიუკერძოებლები უნდა იყვნენ და მართლმსაჯულების კანონებში ცვლილებები უნდა შეიტანონ.

უნდა ვთქვათ, რა არის არჩევნების მიზანი. რა თქმა უნდა, ეს იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტებაა. ამის განხილვა ისე, თითქოს სულ ერთია, ვის ავირჩევთ, არ შეიძლება. მე მომხრე ვარ, რომ ამბავი ფართოდ დისკუსირებადი იყოს, რადგან ოპოზიციის ღია მხარდამჭერის ან წინააღმდეგობის ფონზე, საზოგადოებაც კარგად დაინახავს, რა დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა