თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ხატია დეკანოიძე - „ქართული ოცნება“ და სასამართლო „კლანი“ ერთმანეთს კვებავს - ეს ჩანს ურთიერთშანტაჟში, რომელიც თითქოს მხარდაჭერად გადაიქცა

ნახვები: 488 ხატია დეკანოიძე - „ქართული ოცნება“ და სასამართლო „კლანი“ ერთმანეთს კვებავს - ეს ჩანს ურთიერთშანტაჟში, რომელიც თითქოს მხარდაჭერად გადაიქცა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადება მიანიშნებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" შეიძლება ახალი შემზღუდავი საკანონმდებლო ინიციატივები შემოიტანოს , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის განცხადებას.

დეკანოიძის თქმით, მთავრობა "სასამართლო კლანის" შანტაჟს დაექვემდებარა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად გადახლართულია სასამართლო სისტემა და აღმასრულებელი ხელისუფლება, რაც ხელისუფლების ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელო შტო უნდა იყოს.

"ძალიან საგულისხმოა ეს ფაქტი. ჩვენ მოვისმინეთ მურუსიძის განცხადება, რომელიც იყო შანტაჟი „კლანის“ მხრიდან ხელისუფლებაზე, ამ შანტაჟს დაემორჩილა "ქართული ოცნება", რადგან ურთიერთთანამშრომლობა აქვთ და კვებავენ ერთმანეთს "ქართული ოცნება" და სასამართლო კლანი. ამის შემდეგ ხვდება მათ ღარიბაშვილი და უცხადებს მხარდაჭერას, თუმცა სხვას არც არაფერს ველოდები, მაგრამ ის განცხადება, რომელიც გააკეთა საბჭოს თავმჯდომარემ მიმანიშნებს იმაზე, რომ შეიძლება ახალი შემზღუდავი საკანონმდებლო ინიციატივები შემოიტანოს "ქართულმა ოცნებამ", ე.წ. სასამართლოსთან შეთანხმებით. არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ის, რომ ასე გადახლართულია სასამართლო სისტემა და აღმასრულებელი ხელისუფლება. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ძალიან აშაკარა თანამშრომლობა ორ ინსტიტუტს შორის, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი, მაგრამ არის სრულიად ურთიერთგადახლართული და ეს ჩანს ურთიერთშანტაჟში, რომელიც გადაიქცა თითქოს მხარდაჭერად. ერთი კვებავს მეორეს და ხალხის ნდობა არ აქვს სასამართ₾ო სისტემას, ისევე როგორც ხელისუფლებას", - განაცხადა დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა