თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

აშშ უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამოძიებაში დაეხმარება

ნახვები: 518 აშშ უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამოძიებაში დაეხმარება

აშშ უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამოძიებაში დაეხმარება. უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გერლენდმა უკრაინელ კოლეგასთან ვაშინგტონში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ რუსეთის აგრესიის გამოძიების საერთაშორისო ცენტრში პროკურორს დანიშნავს, ასევე უკრაინაში საელჩოში ეყოლება იურიდიული მრჩეველი უკრაინის ხელისუფლების დასახმარებლად.

როგორც გერლენმა აღნიშნა, მარტში ლვოვში ვიზიტისას მან განაცხადა, რომ ვაშინგტონი შეურთდება ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფს, რომელიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების გამოძიებაზე მუშაობს. გერლენდის განმარტებით, ამერიკელი პროკურორი ჰააგაში „ევროჯასთში“ იმუშავებს.

„ერთ წელზე მეტია, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ უსამართლო ომს აწარმოებს და მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ უდიდესი მასშტაბის სისასტიკეებს სჩადის. და ერთ წელზე მეტია, უკრაინელი ხალხი სიმამაცითა და სიმტკიცით იბრძვის თავისი ქვეყნის დასაცავად. ისინი მუშაობდნენ დაუღალავად, რათა აღერიცხათ ათასობით უკრაინელი მამაკაცის, ქალისა და ბავშვის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკეები, რომ ამ სისასტიკეების ჩამდენმა პირებმა კანონის წინაშე აგონ პასუხი. ისინი საკუთარი ქვეყნის დასაცავად სიცოცხლეს სწირავდნენ. იუსტიციის დეპარტამენტი მათ გვერდით დგას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს უფლებამოსილებაშია, რომ მივაღწიოთ სამართლიანობას უკრაინისთვის“, – განაცხადა გერლენდმა.

რაც შეეხება იმას, თუ როდის წარდგებიან სამხედრო დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ აშშ-საც და უკრაინასაც ძალიან გრძელი მეხსიერება აქვთ.

„ევროჯასთის“ მხარდაჭერით, შეიქმნა საერათაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე მუშაობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა