სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა

ნახვები: 504 ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 66-ე სხდომა გაიმართა.

სხდომის მონაწილეებმა საქართველოს მიერ ევროკომისიისთვის განკუთვნილი ანგარიში განიხილეს, რომელიც ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ფარგლებში, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად პირველად მომზადდა და ამ პროცესს კოორდინაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევდა.

აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე, ევროკომისია საქართველოს ე.წ. კოპენჰაგენის თემატური კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს, რაც მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და სექტორულ ნაწილებს.

სხდომაზე აღინიშნა, რომ 2022 წლის ივნისში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივის საფუძველზე, საქართველომ ასოცირებული ქვეყნის სტატუსიდან გაფართოების ქვეყნების რიგებში გადაინაცვლა. შესაბამისად, ევროკომისია საქართველოს შესახებ ყოველწლიურად მოამზადებს შეფასების ანგარიშს, გაწევრიანების პროცესში მყოფ სხვა ქვეყნებთან ერთად.

კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისი სტრუქტურის მიხედვით მომზადებული ანგარიში 35 თავს შეადგენს და მოიცავს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირთან ინტეგრაციის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს. ანგარიშის შემუშავება თებერვლის ბოლოს ევროკომისიის მოთხოვნის შესაბამისად დაიწყო  და პროცესში ჩართული იყო ყველა სახელმწიფო უწყება, საკანონმდებლო ორგანო და სასამართლო ხელისუფლება. ანგარიშში ასახულია 2022 წლის მაისიდან დღემდე ევროკავშირთან დაახლოების კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სხვა სახის აქტივობები, მათ შორის ანგარიში მოიცავს  ინფორმაციას სხვადასხვა დარგობრივი სფეროების მიხედვით განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით.

ევროკომისიის შეფასების ანგარიში გამოქვეყნდება 2023 წლის შემოდგომაზე, რის საფუძველზეც 2023 წლის ბოლოს ევროპული საბჭო განიხილავს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს.

კომისიის სხდომაზე, ასევე, მოიწონეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით წლის განმავლობაში დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებს.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა