Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ურსულა ფონ დერ ლაიენი - დროა, ევროპა მოქმედებაზე გადავიდეს და აჩვენოს კოლექტიური ნება

ნახვები: 544 ურსულა ფონ დერ ლაიენი - დროა, ევროპა მოქმედებაზე გადავიდეს და აჩვენოს კოლექტიური ნება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებს, არ მისცენ ჩინეთს ბლოკის გაყოფის უფლება. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ჩინეთის მიმართ ძლიერი ევროპული პოლიტიკა ეყრდნობა ძლიერ კოორდინაციას წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის და მზადყოფნას, აირიდოს დაყოფა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დროა, ევროპა მოქმედებაზე გადავიდეს და აჩვენოს კოლექტიური ნება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიუსელი მუდმივად საუბრობს ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობაზე და მტკიცედ ეწინააღმდეგება სტატუს კვოს ნებისმიერ ცალმხრივ ცვლილებას ძალის გამოყენებით.

დასავლური მედია წერს, რომ მაკრონის კომენტარებს ჩინეთთან დაკავშირებით მწვავე კრიტიკა მოჰყვა, განსაკუთრებით, ბლოკის აღმოსავლეთის ქვეყნების მხრიდან, რომლებიც აშშ-ს ხედავენ, როგორც უსაფრთხოების მთავარ გარანტორს რუსეთთან მიმართებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა