თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თინა ბოკუჩავა - მიზანშეწონილი იქნება, დეპუტატმა, რომელსაც არ გააჩნია პარტიული კუთვნილება, სწორედ ასეთმა ადამიანმა უხელმძღვანელოს ამ კომისიას

ნახვები: 479 თინა ბოკუჩავა - მიზანშეწონილი იქნება, დეპუტატმა, რომელსაც არ გააჩნია პარტიული კუთვნილება, სწორედ ასეთმა ადამიანმა უხელმძღვანელოს ამ კომისიას

მიგვაჩნია, რომ მიზანშეწონილი იქნება, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას უხელმძღვანელოს დეპუტატმა, რომელსაც არ აქვს პარტიული კუთვნილება, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ ვრცელდება ინფორმაცია, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ანდობენ კომისიის თავმჯდომარეობას.

ოხანაშვილი დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ეს ინფორმაცია და თუ ასეა, რა არის ამის მიზეზი.

თინა ბოკუჩავას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საგამოძიებო კომისიის დამოუკიდებელი მუშაობა და ის, რომ არ არსებობდეს რაიმე სპეკულაციის შანსიც კი.

„ბუნებრივია, ჩვენ, სრული შემადგენლობით მხარს ვუჭერთ აღნიშნულ კომისიას. ვუპასუხებთ ანრი ოხანაშვილს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მიზანშეწონილი იქნება, დეპუტატმა, რომელსაც არ გააჩნია პარტიული კუთვნილება, სწორედ ასეთმა ადამიანმა უხელმძღვანელოს ამ კომისიას. მიგვაჩნია, რომ კომისიის დამოუკიდებელი მუშაობა და აღმოფხვრა იმისა, რომ არსებობდეს რაიმე სპეკულაციის შანსიც კი, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებაში ჰქონდეს მაქსიმალურად ფართო სანდოობა. ვისურვებდი, თქვენც გესმოდეთ აღნიშნული საკითხი და ასე ხედავდეთ ამ კომისიის მნიშვნელობას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა