რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ილია დარჩიაშვილი - გაფართოების პაკეტის ფარგლებში მომზადებული ანგარიში ხელისუფლების ძალისხმევის ნაწილია

ნახვები: 509 ილია დარჩიაშვილი - გაფართოების პაკეტის ფარგლებში მომზადებული ანგარიში ხელისუფლების ძალისხმევის ნაწილია

აღნიშნული დოკუმენტი იმ მნიშვნელოვანი სამუშაოს ნაწილია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დამხმარე მექანიზმი, რათა ოქტომბერში ევროკომისიამ მიიღოს შესაბამისი დასკვნა,ხოლო ევროპულმა საბჭომ წლის ბოლოსთვის მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება და საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, პაველ ჰერჩინსკის გაფართოების პაკეტის ფარგლებში მომზადებული პირველი ანგარიში გადასცა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ 2022 წლის მაისიდან დღემდე გადადგმულ ნაბიჯებსა და გატარებულ რეფორმებს ასახავს და რომელიც, ევროკომისიის ფარგლებში განხილვების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.

„ევროკავშირის ელჩს პირადად გადავეცი აღნიშნული დოკუმენტი. ჩვენ ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან ნაბიჯზე, რომელიც გადადგა საქართველომ და რომელიც დაგეგმილია, რათა ევროკომისიის 12 პუნქტი შესრულდეს დაპირებულ ვადებში და იმ ლოგიკით, რომელიც ჩადებულია რეკომენდაციებში. ვისაუბრეთ მომავალ აქტივობებზეც. რაც ყველაზე მთავარია დოკუმენტი, რომელიც დღეს გავუზიარეთ ელჩს და პარალელურად გაიგზავნა ბრიუსელში, მიიღებს ძალიან მნიშვნელოვან მონაწილეობას ევროკომისიის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, ანგარიში 2023 წლის 18 აპრილს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 66-ე სხდომის ფარგლებში დამტკიცდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. დოკუმენტი 35 თავს მოიცავს და მასში ასახულია ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სხვა სახის აქტივობები და ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ მიღწეული პროგრესი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა