ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პუტინის განკარგულებით, ოკუპირებულ ტერიტოროებზე რუსეთის მოქალაქეობაზე უარის მთქმელი პირების დეპორტაცია განხოციელედება

ნახვები: 546 პუტინის განკარგულებით, ოკუპირებულ ტერიტოროებზე რუსეთის მოქალაქეობაზე უარის მთქმელი პირების დეპორტაცია განხოციელედება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება უკანონოდ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიებზე მცხოვრები იმ უკრაინელების დეპორტაცია, რომლებიც რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე უარს განაცხადებენ.

მედიის ინფორმაციით, ეს ადამიანები უნდა გახდნენ რუსეთის მოქალაქეები, ან განაცხადონ, რომ არსებული მოქალაქეობის შენარჩუნება სურთ და უარი თქვან რუსეთის მოქალაქეობაზე.

განკარგულების თანახმად, ასეთი მოქალაქეები ოკუპურებულ ტერიტორიებზე ცხოვრების უფლებას 2024 წლის 1 ივლისამდე ინარჩუნებენ, სამომავლოდ კი უცხოელებად ჩაითვლებიან. მეტიც, თუ ასეთი ადამიანები „ეროვნულ უსაფრთხოებას“ ემუქრებიან, გეგმავენ ექსტრემისტულ და ტერორისტულ დანაშაულებს, ისინი შეიძლება გააძევონ.

შეგახსენებთ, 2022 წლის შემოდგომაზე რუსეთის ხელისუფლებამ ოთხი უკრაინის რეგიონის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის, ანექსია გამოაცხადა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა