სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

კატრინ კოლონა - საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს დინამიური, სერიოზული და მომთხოვნი ორგანიზაციები

ნახვები: 567 კატრინ კოლონა - საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს დინამიური, სერიოზული და მომთხოვნი ორგანიზაციები

საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს დინამიური, სერიოზული და მომთხოვნი ორგანიზაციები, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დემოკრატიულ საზოგადოებაში, სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიური მუშაობაა საჭირო.

„მადლობა თბილი მიღებისთვის. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. როგორც იცით საქართველოში პირველად ვარ. ბატონ მინისტრთან პირველი შეხვედრა იყო აქ, მაგრამ პარიზში და სხვა ადგილებში ხშირად ვხვდებით ერთმანეთს.

ჩემი ჩამოსვლისთანავე მინდოდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა. საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს დინამიური, სერიოზული და მომთხოვნი ორგანიზაციები. ეს არის ის, რასაც ჩვენ, საფრანგეთი და საქართველო ვიზიარებთ.

თუ შემიძლია რეკომენდაცია გავაკეთო, ეს არის ის, რომ ერთად უნდა იმუშაოთ, მოუსმინოთ ერთმანეთს, ერთმანეთის კრიტიკას მოვუსმინოთ, იმისათვის, რომ წინ წავიწიოთ. დემოკრატიულ საზოგადოებაში, სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიური მუშაობაა საჭირო. ეს ყოველთვის არის პლუსი”,- განაცხადა კატრინ კოლონამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა