თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის სარაკეტო თავდასხმები ცხადყოფს, რომ აგრესიის შეჩერება მხოლოდ შეიარაღებით არის შესაძლებელი

ნახვები: 504 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის სარაკეტო თავდასხმები ცხადყოფს, რომ აგრესიის შეჩერება მხოლოდ შეიარაღებით არის შესაძლებელი

რუსეთის სარაკეტო თავდასხმები ცხადყოფს, რომ აგრესიის შეჩერება მხოლოდ შეიარაღებით არის შესაძლებელი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთის აგრესიის შესაკავებლად საჭიროა თანამედროვე ავიაცია.

„დღეს ჩვენმა საჰაერო ძალებმა მოახერხეს რუსული რაკეტების უმეტესი ნაწილის ჩამოგდება, 23-დან 21-ის. ტერორისტული სახელმწიფო შეძლებდა კიდევ ბევრი მსხვერპლის მოტანას, მეტი ადამიანისთვის სიცოცხლის წართმევას. და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტერორის შეჩერება მხოლოდ შეიარაღებით შეიძლება – საჰაერო თავდაცვა, თანამედროვე ავიაცია – რომლის გარეშეც საჰაერო თავდაცვა ვერ იქნება სრულად ეფექტური – არტილერია, ჯავშანტექნიკა. ყველაფერი, რაც საჭიროა ჩვენი ქალაქების, ჩვენი სოფლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როგორც ზურგში, ასევე წინა ხაზზე; უსაფრთხოების დაბრუნება ჩვენი ხალხისთვის, რომელიც, სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფება, თუმცა დროებით. ჩვენ ვერავის ვერ დავტოვებთ რუსული ბოროტების ძალაუფლებაში“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა