ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მედიის ცნობით, სუდანის არმია და „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ 72 საათით ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

ნახვები: 544 მედიის ცნობით, სუდანის არმია და „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ 72 საათით ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

სუდანის არმია და გასამხედროებული დაჯგუფება, „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ 72 საათით ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე შეთანხდნენ. სუდანის არმიის წარმომადგენლების განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივება აშშ-ის და საუდის არაბეთის შუამავლობით გახდა შესაძლებელი.

როგორც მედია წერს, საზავო შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „სწრაფი მხარდაჭერის ძალებმაც“, სადაც აღნიშნულია, რომ ჰუმანიტარული ზავი საერთაშორისო, რეგიონული და ადგილობრივი მოწოდებების საპასუხოდ იქნა მიღწეული.

72-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებების მიუხედავად, ბოლო ორი დღის განმავლობაში შეტაკებები გრძელდებოდა, შეთანხმების დარღვევაში კი ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. 15 აპრილს დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად, დედაქალაქში სამედიცინო დაწესებულებების 70 პროცენტზე მეტი დაიხურა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა