ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საფრანგეთის ქალაქებში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებისას 108 სამართალდამცველი დაშავდა, დაკავებულია 290-ზე მეტი დემონსტრანტი

ნახვები: 383 საფრანგეთის ქალაქებში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებისას 108 სამართალდამცველი დაშავდა, დაკავებულია 290-ზე მეტი დემონსტრანტი

საფრანგეთის ქალაქებში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებისას, სულ მცირე, 108 სამართალდამცველი დაშავდა. არეულობის დროს დაკავებულია 290-ზე მეტი ადამიანი, –  შესაბამის მონაცემებს საერთაშორისო მედია საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე, ჟერალდ დარმანინზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინისტრის ცნობით, პარიზში სერიოზული დაზიანებები ერთმა პოლიციელმა მიიღო, რომელსაც „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს. მას ხელებისა და სახის არეში დამწვრობები აქვს მიღებული.

პირველ მაისთან დაკავშირებით ასობით ათასი ადამიანი გავიდა საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ. რადიკალურმა ჯგუფებმა პიროტექნიკა და „მოლოტოვის კოქტეილები“ ისროლეს. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, უცნობია, რამდენი დემონსტრანტი დაშავდა არეულობის დროს.

პარიზის გარდა, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა ლიონში, ტულუზასა და ნანტში. მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილებს, დაარბიეს მაღაზიები და ოფისები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომიტინგეებმა გარკვეული დროით დაიკავეს სასტუმრო ქალაქ მარსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა