ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გურამ მაჭარაშვილი - გასაგებია, ოპოზიცია დარაზმულად ვისი მითითებით დადის, მაგრამ ერთი მტკიცებულება მაინც მოიტანონ, რატომ უნდა შეიქმნას კომისია

ნახვები: 434 გურამ მაჭარაშვილი - გასაგებია, ოპოზიცია დარაზმულად ვისი მითითებით დადის, მაგრამ ერთი მტკიცებულება მაინც მოიტანონ, რატომ უნდა შეიქმნას კომისია

ოპოზიცია დარაზმულად გასაგებია, ვისი მითითებით დადის, მაგრამ ერთი მტკიცებულება მაინც მოიტანონ, რატომ უნდა შეიქმნას კომისია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას არ აქვს სასამართლოს მიმართ პრობლემები, რაზეც ოპოზიცია საუბრობს.

„ხელს არ შევუწყობთ ისეთი კომისიის შექმნას, რომელიც არის არა მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპს, რომ სასამართლო სისტემის საქმიანობაში არ ჩაერიო. არ შეიძლება, სამართლებრივ სახელმწიფოში ხელისუფლების პირველმა შტომ შექმნას და ჩაერიოს მესამე დამოუკიდებელი შტოს საქმიანობაში იმ ფონზე, როცა მტკიცებულებების ნასახი არ არსებობს. ოპოზიცია ასე დარაზმულად რომ დადის, გასაგებია, ვისი მითითებით, მაგრამ ერთი მტკიცებულება მაინც მოიტანონ, რატომ უნდა შეიქმნას კომისია. საზოგადოებას არ აქვს სასამართლოს მიმართ ის პრობლემები, რაზეც ოპოზიცია საუბრობს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა