ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

კახა კალაძე - ვფიქრობ, ივლისისთვის 12 რეკომენდაცია იქნება შესრულებული, საქართველო, ქართველი ხალხი და ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს

ნახვები: 468 კახა კალაძე - ვფიქრობ, ივლისისთვის 12 რეკომენდაცია იქნება შესრულებული, საქართველო, ქართველი ხალხი და ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს

12 რეკომენდაციის მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და არა მხოლოდ მუშაობა, კონკრეტული ნაბიჯები არის გადადგმული, ვფიქრობ, ივნისის ბოლოს, ივლისისთვის ყველა რეკომენდაცია იქნება შესრულებული, – ამის შესადებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დარჩენილია რამდენიმე მიმართულება და ყველაფერი კეთდება, რომ ეს რეკომენდაციების შესრულდეს, რადგან ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

კითხვაზე, „თქვენი პოსტი გადააზიარა ელენე ხოშტარიამ, შემდეგ ვიოლა ფონ კრამონმა და დააწერეს, რომ საქართველო თუ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს ხალხის დამსახურება იქნება და არა ხელისუფლების, ამას როგორ შეაფასებთ“, კალაძემ აღნიშნა: „არ ვიცი ახლა რამდენად სწორი იქნება ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება, ვიცით, ეს ადამიანები რას წარმოადგენენ, ვინ არიან, რა არის მათი მოტივაცია და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მათი მთავარი მიზანი, ამოცანა და მოტივაციაა, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ“.

მისივე თქმით, საქართველო, ქართველი ხალხი და ხელისუფლება იმსახურებს სტატუსს და იმსახურებდა მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებს მისცეს აღნიშნული სტატუსი, რადგან საქართველო ყველაფერში იყო მოწინავე.

„საქართველო ყველაფერში იყო წინ კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით, განხორციელებული რეფორმებით, თუმცა აქაც იყო მზაკვრული გეგმა, იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ყველაფერ ამის მიუხედავად, ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა აღნიშნული 12 რეკომენდაცია იყოს შესრულებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა