Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

უკრაინამ რუსების მიერ გაშვებული 24-მდე „კამიკაძე“ დრონიდან 18 გაანადგურა

ნახვები: 502 უკრაინამ რუსების მიერ გაშვებული 24-მდე „კამიკაძე“ დრონიდან 18 გაანადგურა

რუსულმა ძალებმა, 4 მაისის ღამეს, უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმისთვის 24-მდე Shahed-136/131ტიპის „კამიკაძე“ დრონი გამოიყენეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა 18 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგემ დრონები ჩრდილოეთის მიმართულებიდან (კერძოდ, რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქიდან) და სამხრეთიდან - აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს გავლით გაუშვა.

საჰაერო ძალების ცნობით, დრონები გაანადგურეს უკრაინის ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ოლქებში.

შეგახსენებთ, წუხელ უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევსა და ოდესაში აფეთქებების ხმები ისმოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა