რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

უკრაინაში ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი დააკავეს

ნახვები: 567 უკრაინაში ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი დააკავეს

უკრაინაში დააკავეს ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი. ქვეყნის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ცნობით, ტრუხანოვი ოდესის მანქანათმშენებელი ქარხნის, „კრაიანის“ საქმის ფარგლებში დააკავეს.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ 4 მაისს დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ოდესის მერის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველი ბრალდებულის მხრიდან სასამართლოს მიერ მანამდე დადგენილი გირაოს გადაუხდელობა გახდა, რომლის ოდენობა თითქმის 31 მილიონ გრივნას შეადგენდა.

ანტიკორუფციული პროკურატურა ოდესის მერს, გენადი ტრუხანოვს და მის მოადგილეს, პაველ ვუგელმანს ოდესის საქალაქო საბჭოს მიერ 2016 წელს კერძო სტრუქტურისგან ქარხანა „კრაიანის“ შენობის შეძენის გზით ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრების მითვისებას ედავება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა