თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

რომ არა თქვენი განცხადება ნამდვილად არ ვფიქრობდი სწორედ დღეს ხმაურს - ნიკო კვარაცხელიას დედის წერილი გომელაურს

ნახვები: 625 რომ არა თქვენი განცხადება ნამდვილად არ ვფიქრობდი სწორედ დღეს ხმაურს - ნიკო კვარაცხელიას დედის წერილი გომელაურს

ნიკო კვარცხელიას დედა სოციალურ ქსელში, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახატნგ გომელაურს ღია წერილს სწერს.

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"ბატონო მინისტრო!

მოგმართავთ ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე , იქნებ ნიკო კვარაცხელიას საათის შესახებაც პირადად თქვენ ფლობთ ინფორმაციას ან პირადად თქვენთან ინახება, საათი რომელიც ქალაქის ცენტრში დახვრეტილ ახალგაზრდას მოპარეს და ალბათ სამომავლოდ შანტაჟისთვის გადაინახეს! ან იქნებ ისიც მითხრათ მეორე საქმედ გამოფილი ნაწილი როდის აღსრულდება, ყველაფერს აქვს დასასრული, მოთმინებით, ქრისტიანული მორალის დაცვით და განსაზღვრული უფლებებით მივუყვები საქმეს მაგრამ საპირისპიროდ ჩვენ განადგურებული დედები თითქოს ვტყუით (ან ვიღაცში სინდისის და სულის ერთმანეთთან შეჯახებით სიმართლე რომ აღმოიფრქვევა, ის უკვე ცრუობს)
არა ბატონო მინისტრო! ამაზე უკვე ვეღარ დაგეთანხმებით, ვეღარ დაგიჯერებთ რომ თქვენ ნიკო კვარაცხელიას საქმეს გახსნით და ხელისგულზე დადებულ საქმეს ოდესმე ბოლომდე მიიყვანთ!
იქნებ ძიება შეწყვიტეთ კიდეც, ან დამკვეთებს და მათ ხელშემწყობებს მომავალი ტერორისტული აქტისთვის ამზადებს მავანი!!!
ვითხოვ პასუხს, პირადად თქვენგან ასე ღიად და საჯაროდ, სად არის ჩემი შვილის საათი, რა მოტივით მომიკლეს შვილი და როდის აღსრულდება სამართალი???
ქრისტიანულად მე განადგურებულმა დედამ მათ შევუნდე და დავძინე კიდეც ამ ქვეყანაში დაე ნიკო იყოს ბოლო და უკანასკნელი მეთქი მაგრამ საპასუხოდ რა მივიღე???
ახმაურებული საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს( თანავუგრძნობ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს) ყველა ადამიანის, ახალგაზრდის უფლება დაცული უნდა იყოს ამ ქვეყანაში, ჩვენ განადგურებული ოჯახები უკვე კია არ გთხოვთ
მ ო ვ ი თ ხ ო ვ თ!
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
P.S. დღეებია არ ცხრება ინტერესი იქნებ ნიკოც რამე სახით იყო ქოლცენტრებთან დაკავშირებულიო, ნამდვილად არა, მაგრამ ნიკო და თავისი გუნდი, მისი თანატოლი ახალგაზრდები უდავოდ იქნებოდნენ რისხვა ყველა უკანონო ქმედებისა ამ ქვეყანაში, ამიტომაც ესროლეს,
მაგრამ ვერ მოკლეს!!!
მინდა ყველამ იცოდეს ნიკო კვარაცხელიას საქმეზე სასჯელს მხოლოდ ორი სულგაყიდული ახალგაზრდა იხდის რომლებსაც თვალებში რომ შეხედათ ჩემი ნიკოსთვის ვერ ესვროდნენ!
სიყვარული სცვიოდა ჩემს ბიჭს თვალებიდან!
ბატონო მინისტრო,!

P.S. ფოტო კი ძალიან გვიყვარს და ამიტომ გიზიარებთ, ასე დაგვცქერის ჩვენი ბიჭი, ანა კი თავის მონაცვლედ დაგვიტოვა♥️", - წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა