თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ბაჩო დოლიძე - ე.წ. ტროიკა ისევ შეიკრა, როგორც ადრე მიაჩნდათ ქვეყანა თავიანთ საკუთრებად, დღესაც ასე ჰგონიათ „ნაციონალური მოძრაობა“

ნახვები: 518 ბაჩო დოლიძე - ე.წ. ტროიკა ისევ შეიკრა, როგორც ადრე მიაჩნდათ ქვეყანა თავიანთ საკუთრებად, დღესაც ასე ჰგონიათ „ნაციონალური მოძრაობა“

ე.წ. ტროიკა ისევ შეიკრა. როგორც ადრე მიაჩნდათ ქვეყანა თავიანთ საკუთრებად და ამით ძალიან ბევრი კარგი საქმე დაიჩრდილა, დღესაც, ანალოგიურად, პარტია ჰგონიათ თავიანთი საკუთრება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

დოლიძემ კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი.

„ახლა უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, პარტია ან გათავისუფლდება ტვირთისგან და შეძლებს რეჟიმთან ბრძოლას, ან შეეწირება იმას, რომ სასურველი მეტოქე იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ ამ კონფიგურაციით ბიძინასთვის. შესაბამისად, ჯერი ამომრჩეველზეა. იქნება ბრძოლა ცვლილებებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ამრჩეველთან ერთად მოგიწევს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება“, – აღნიშნა დოლიძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველა გადაწყვეტილებას დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი იღებენ.

„თუ ვინმეს გონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შენობაში, კონკრეტულად, თავმჯდომარე რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას იღებს, ეს ასე არ გახლავთ. ყველა გადაწყვეტილებას იღებენ ეს ადამიანები. ისეთი დაპირებები აკეთებინეს, ოღონდ მოსულიყვნენ მენეჯმენტში. შესაბამისად, მერე ალბათ ყველაფერი ლევანს დაბრალდებოდა. ასე რომ, არ მგონია, დიდი წუხილი ჰქონდეთ იმ ადამიანებს, ვინც მის უკან დგანან. გასაგები იყო, რომ ფიზიკურად ვერსად შეიჭრებოდა. ცუდია, როდესაც ხდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სახელით მანიპულირება და სპეკულირება“, – განაცხადა დოლიძემ.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა