ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ლევან ხაბეიშვილი - ნიკა მელიამ თავად დატოვა ყველა სივრცე, რაც უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“

ნახვები: 508 ლევან ხაბეიშვილი - ნიკა მელიამ თავად დატოვა ყველა სივრცე, რაც უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“

ბიძინა ივანიშვილისა და რუსული ოცნების ოცნებაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაჩერდეს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოფისები არ გახსნას, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ იაქტიუროს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დემოკრატია არ იყოს, და ზოგადად, საქართველოში რუსული პარტიის ოცნებაა, გაჩერდეს „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს პარტიის ყოფილი თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ნიკა მელია ამბობს: „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი.“

„ახლა, თქვენ რაც წამიკითხეთ (მელიას ციტატა), რომ არ გეთქვათ სახელი და გვარი, ვიფიქრებდი, რომ სახელისუფლებო პარტიიდან, ხომ არ საუბრობს ვინმე. ნებისმიერ შემთხვევაში პარტია გააგრძელებს გაძლიერებას, პარტიაში გაგრძელდება შიდა დემოკრატიული არჩევნები. წარმოუდგენელია შიდა დემოკრატიული არჩევნები აზიანებდეს პარტიას და თურმე ჭორაობა და პარტიის ლანძღვა-გინება აძლიერებს. ეს არის იმ ადამიანების ლოგიკა, რომლებიც ძალიან ბევრ რამეს რომ ვერ დაეწივნენ, იმიტომ არიან დღეს იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არიან. შესაბამისად, მე არ ვაპირებ მათზე კომენტარების გაკეთებას, საზოგადოებამ თავად გააკეთოს ანალიზი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას გუშინდელი განცხადებების შეფასებისას აღნიშნა, რომ მელიამ თავად დატოვა ყველა სივრცე, რაც უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას.“

„ჩემი აზრით, გუშინდელი ეთერის შემდეგ, მელიამ თავად დატოვა ყველა სივრცე, რაც უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას.“ თავად გავიდა აბსოლუტურად ყველაფრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ერთი სული აქვთ კონკრეტულ ადამიანებს, რომ იქნებ, როგორმე პარტიიდან გავრიცხო. ეს არ არის ჩემი საქმე, ეს მე არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი ხალხის, ქვეყნის მომავალი და კონკრეტული ადამიანები დროს რომ კარგავენ ამ ლაილაიში, ვწუხვარ ამის გამო“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა