ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი ცესკო-სთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტოს თუ დაადებს, ჩვენ ვეტოს დავძლევთ

ნახვები: 437 ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი ცესკო-სთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტოს თუ დაადებს, ჩვენ ვეტოს დავძლევთ

ჩვენ არ გვაქვს არავითარი ვალდებულება, ირაციონალური რეგულაციები დავტოვოთ საარჩევნო კოდექსში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ცესკო-სთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დადგინდება რაციონალური, სწორი რეგულაცია, რომელიც თავიდან ბოლომდე შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და სწორედ ეს არის ცვლილების მიზანი.

„არსებული წესი იყო აბსოლუტურად ირაციონალური და უპრეცედენტო. მსოფლიოში ვერ მეტყვით ვერცერთ ქვეყანას, სადაც ანალოგიური წესი შეიძლება იყოს დადგენილი, არ არსებობს უბრალოდ ასეთი ქვეყანა. ეს წესი დადგინდა ე.წ. 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად, ეს იყო ოპოზიციის, „ენჯეოების“ მოთხოვნა და ეს იყო უპრეცედენტო, ირაციონალური წესი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ საარჩევნო კოდექსში სწორედ 19 აპრილის შეთანხმებიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, დღეისთვის19 აპრილის შეთანხმება არის ანულირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ვალდებულება, რომ ირაციონალური რეგულაციები დავტოვოთ საარჩევნო კოდექსში. შესაბამისად, დადგინდება რაციონალური, სწორი რეგულაცია, რომელიც თავიდან ბოლომდე შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, ეს არის ამ ცვლილების ერთადერთი მიზანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა