ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ეკატერინე ტიკარაძე სიძულვილის ბანერებს ემიჯნება - „მიუღებელია“

ნახვები: 379 ეკატერინე ტიკარაძე სიძულვილის ბანერებს ემიჯნება - „მიუღებელია“

„ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ საზოგადოებაში სიძულვილის ენა უნდა იყოს მიუღებელი", - განაცხადა დღეს, 22 სექტემბერს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის ბანერების სიძულვილის ბანერებით ჩანაცვლებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, მაშინ, როცა ქვეყანაში მძიმე ეპიდემიური ვითარებაა, მისთვის მიუღებელია ვაქცინაციის მომწოდებელი ბანერების სხვა ბანერებით ჩანაცვლება.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ საზოგადოებაში სიძულვილის ენა უნდა იყოს მიუღებელი, თუ ეს უკვე არ არის მიუღებელი. მე ვთვლი, რომ იმ საუკუნეში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ეს ნამდვილად არის საკომუნიკაციო საუკუნე, ნამდვილად მიუღებელია მსგავსი ენა. ადამიანებმა უნდა შევძლოთ ერთმანეთში ადეკვატური დიალოგის გამართვა. მით უმეტეს, ამ პირობებში, როდესაც ვაქცინაცია არის არამხოლოდ ქვეყნის, არამედ მსოფლიოს პრიორიტეტი. ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ბატონი ამირანისა და თამარის განცხადება, რა თქმა უნდა, ჩემთან იყო შეთანხმებული და ჩვენ ერთ აზრზე ვართ ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გააკეთა ჩემმა გუნდმა, თქვენ მათგანაც გაქვთ მოსმენილი კომენტარები და კომპანია „ალმასგანაც" იყო სატელევიზიო კომენტარი, რომ ეს არ არის „ქართული ოცნების დაკვეთა. მე მეტი დეტალი არ მაქვს. თუმცა, „ალმასგან" უფრო გონივრული იქნებოდა, დაინტერესებულიყო იმით, თუ რამდენად სწორი ბანერებით ჩანაცვლება ხდება მათი კომპანიის მხრიდან. ეს არის რეპუტაციული მსგავსი მაღალი დონის კომპანიისთვის, როდესაც ის ქვეყნის პრიორიტეტს ცვლის მსგავსი სიძულვილის ენის შემცველი ბანერით", - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ:

რამდენიმე დღის წინ საქართველოს რამდენიმე ქალაქში გამოჩნდა სიძულვილის ენის შემცვლელი ბანერები, სადაც ოპოზიციური პარტიის ლიდერები, მედეამენეჯერეები, მათ შორის კი გიორგი გახარიაც იყო.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა