ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

უკრაინაში სამი მილიონი დოლარის ქრთამის აღებისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვსევოლოდ კნიაზევი დააკავეს

ნახვები: 506 უკრაინაში სამი მილიონი დოლარის ქრთამის აღებისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვსევოლოდ კნიაზევი დააკავეს

უკრაინაში სამი მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვსევოლოდ კნიაზევი დააკავეს, – შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ანტიკორუფციულ ბიუროსა და სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყებების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჩხრეკა მიმდინარეობს უკრაინის უზენაესი სასამართლოს კიდევ 18 მოსამართლესთან.

ამასთან, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კნიაზევი ფულს იღებდა ოლიგარქ კონსტანტინ ჟევაგოს ინტერესებით მოქმედი პირებისგან.

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო ადასტურებს, რომ გამოაშკარავებულია მასშტაბური კორუფცია უზენაეს სასამართლოში. ბიუროში აცხადებენ, რომ დეტალებს მოგვიანებით გაასაჯაროვებენ.

ამასთან, უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კნიაზევის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 16 მაისს უზენაესი სასამართლოს პლენუმის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

ვსევოლოდ კნიაზევი უკრაინის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას 2021 წლის პირველი დეკემბრიდან იკავებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა