ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

აეროპორტების გაერთიანების თავმჯდომარე - საქართველოს არც ერთი აეროპორტი, არ მოემსახურება არც ერთ სანქცირებულ საავიაციო ხომალდს ან ავიაკომპანიას

ნახვები: 596 აეროპორტების გაერთიანების თავმჯდომარე - საქართველოს არც ერთი აეროპორტი, არ მოემსახურება არც ერთ სანქცირებულ საავიაციო ხომალდს ან ავიაკომპანიას

იმის დაშვება, რომ შეიძლება სანქცირებული თვითმფრინავი ჩამოფრინდეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მას მოვემსახურებით - საქართველოს არც ერთი აეროპორტი, არ მოემსახურება არც ერთ სანქცირებულ საავიაციო ხომალდს ან ავიაკომპანიას, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ ხდება სანქცირებული ავიახომალდების მიღება, არის უსაფრთხოება, რადგან მათ მწარმოებელ კომპანიას სანქციების გამო შეზღუდული აქვთ თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება.

„საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არც ერთი სანქცირებული ავიაკომპანია თუ ავიახომალდი არ შემოვა საქართველოს აეროპორტებში. მეორე, რაც მინდა ხაზგასმით აღნიშნოს, ავიაცია არის მკაცრად კონტროლირებადი ინდუსტრია და იმის დაშვება, რომ შეიძლება სანქცირებული თვითმფრინავი ჩამოფრინდეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მას მოვემსახურებით. მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, საქართველოს არც ერთი აეროპორტი, არც თბილისის, არც ქუთაისის და არც ბათუმის აეროპორტები, არ მოემსახურება არც ერთ სანქცირებულ საავიაციო ხომალდს ან ავიაკომპანიას. ის კომპანიები, რომლებზეც ნებართვა გასცა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ავიაციის სააგენტოს პრეროგატივა, არ არიან სანქცირებული არც ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც ევროკავშირის მიერ.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ხელმძღვანელობს საერთაშორისო პრინციპებით და სტანდარტებით, რის საფუძველზეც გასცემს ნებართვებს, შესაბამისად, თუ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გასცა ნებართვა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის საერთაშორისო სტანდარტი, რაც არსებობს, დაკმაყოფილებულია. კიდევ ერთხელ, სწორედ ეს არის ის მიზეზი, რის გამოც არ ვემსახურებით საქართველოში სანქცირებულ საავიაციო ხომალდებს, რომელთაც შეზღუდული აქვთ მწარმოებლის მიერ კონკრეტული სერვისების მიწოდება“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა