ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სამარყანდში გამართულ ფორუმზე თიბისიმ EBRD-სგან სამი ჯილდო მიიღო

ნახვები: 472 სამარყანდში გამართულ ფორუმზე თიბისიმ EBRD-სგან სამი ჯილდო მიიღო

 

 EBRD-ის მიერ უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში გამართულ საერთაშორისო რეგიონულ ფორუმზე, სადაც თიბისი ჯგუფი ფართო შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, თიბისი ბანკმა რამდენიმე ჯილდო მიიღო, რაც სხვადასხვა მიმართულებით თიბისის პროგრესის მნიშვნელოვანი აღიარებაა.

 

თიბისიმ EBRD Annual Sustainability Awards-ის ვერცხლი ჯილდო მოიპოვა იმ გამორჩეული საქმიანობისთვის, რასაც ბანკი მდგრადი განვითარების მიმართულებით ახორციელებს. EBRD აღნიშნავს, რომ გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხებში თიბისი წამყვანი მაგალითია ქვეყანაში.

 

ფორუმის ფარგლებში, EBRD-იმ საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, თიბისი კიდევ ერთხელ დაასახელა ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ უკვე მეცხრედ მიიღო. თიბისიმ აღიარება ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის - TFP-ის ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით მოიპოვა.

 

ღონისძიებაზე EBRD-იმ თიბისის მეორე - წლის ტრანზაქციის ჯილდოც გადასცა, ყველა იმ ქვეყნის მასშტაბით, სადაც EBRD ოპერირებს. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ, Armswissbank-თან ერთად და EBRD-ის გარანტიების მხარდაჭერით, საერთაშორისო ფაქტორინგული ტრანზაქციის განხორციელებისთვის მიიღო, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მონაწილეობით, მსოფლიოში პირველად შესრულებული ფაქტორინგული ტრანზაქცია იყო.

2022 წელს თიბისისა და Armswissbank-ის მიერ, FCI-ის ფაქტორინგული პლატფორმის საშუალებით განხორციელებულმა ტრანზაქციამ, შოკოლადის ადგილობრივი წარმოების მიზნით, ქართული სადისტრიბუციო კომპანიის მიერ, სომხეთში საკვები პროდუქტების ექსპორტი უზრუნველყო.   

თიბისი, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, ქვეყნის ბაზრის ლიდერია. თიბისის ვაჭრობის დაფინანსების პორტფელი 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს და 1000-ზე მეტ მსხვილ, მცირე თუ საშუალო ბიზნესსა და საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა