თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კითხვები აქვს

ნახვები: 546 ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კითხვები აქვს

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩისლავ გლადკოვი აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ბევრი კითხვა აქვს. აღნიშნული განცხადება მან ერთ-ერთი სატელევიზიო ეთერის დროს, მოქალაქის კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

ბელგოროდის ოლქის მცხოვრები დაინტერესდა, რატომ არ შეუძლია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საზღვრის დაცვის გაძლიერება.

„გეთანხმებით, მე უფრო მეტი კითხვა მაქვს, ვიდრე თქვენ თავდაცვის სამინისტროსთან. ამიტომაც არ მსურს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება. დასკვნა უნდა გამოვიტანოთ დაშვებული შეცდომებიდან. ბელგოროდის ოლქის მცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა გახლავთ მთავარი ამოცანა, რომელსაც უნდა ასრულებდნენ ყველა ძალოვანი უწყება“, – განაცხადა გლადკოვმა.

ცნობისთვის, 22 მაისს ბელგოროდის მთავრობამ განაცხადა, რომ ოლქის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფი შევიდა, რომლის წევრების ლიკვიდაციის მიზნითაც ბელგოროდში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოაცხადეს. გუშინ აღნიშნული რეჟიმი გაუქმდა და მოქალაქეების ნაწილს, რომელთა ევაკუაციაც მოხდა, სახლებში დაბრუნების უფლება მისცეს.

ამასთან, გუბერნატორის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. რუსული მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, დაღუპულ რუს სამხედროებზეც წერს.

უკრაინის ხელისუფლებს ბელგოროდის ოლქში მომხდართან კავშირს უარყოფს. კიევში აცხადებენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მხოლოდ რუსი მოქალაქეებისგან შემდგარი შეიარაღებული ფორმირებები მოქმედებდნენ, რომლებიც როგორც უკრაინის დაზვერვაში აღნიშნეს, „უკრაინელების დასაცავად უსაფრთხოების ზოლს“ ქმნიდნენ.

ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ვაშინგტონი არ ახალისებს თავდასხმებს რუსეთის ტერიტორიის შიგნით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა