თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

სალომე ზურაბიშვილი - არ შეიძლება, არ ვთქვა, რა მნიშვნელობა აქვს პროტოკოლს, ეს არ არის, რომ მე ასე მინდა, სკამი იქ დამიდე, ჩაიჩოჩე, ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ეს არის პროტოკოლის დარღვევა

ნახვები: 614 სალომე ზურაბიშვილი - არ შეიძლება, არ ვთქვა, რა მნიშვნელობა აქვს პროტოკოლს, ეს არ არის, რომ მე ასე მინდა, სკამი იქ დამიდე, ჩაიჩოჩე, ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ეს არის პროტოკოლის დარღვევა

პროტოკოლი საერთაშორისო დონეზე არის პატარა სახელმწიფოების მთავარი დაცვა, პროტოკოლი იცავს პატარას, იცავს ყველას და ეს არ არის რაღაც ისე გამოგონებული, რომ ვიღაცის თავმოყვარეობას და ამბიციებს მოერგოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე – „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, „პროტოკოლი რომ არა, მაშინ ჩვენ საერთაშორისო შეხვედრებზე ვიქნებოდით სადღაც ქვემოთ, უკან“.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დიასპორის ფორუმზე, დარბაზში პროტოკოლის მიერ მისი ადგილი არასწორად იყო შერჩეული.

„არ შეიძლება, არ ვთქვა, რა მნიშვნელობა აქვს პროტოკოლს. ეს არ არის, რომ მე ასე მინდა, სკამი იქ დამიდე, ჩაიჩოჩე, ჩამოიჩოჩე, ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ეს არის პროტოკოლის დარღვევა. პროტოკოლი არის სახელმწიფოს საყრდენი. თუ არადა იწყება გაუთავებელი – მე პირველი ვარ, შენ მეორე და ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი. მე დიდი ხანია, არაფერი მწყის ამ ქვეყანაში და ამით ვერავინ მაწყენინებს, მაგრამ ამ ადგილს დავტოვებ, სხვა მოვა და ეს ადგილი არის პრეზიდენტის. არ შეიძლება, რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და შემდეგ – პრეზიდენტს და უმაღლეს მთავარსარდალს. არ შეიძლება არცერთ ქვეყანაში. ეს ყველგან იწვევს გაკვირვებას.

კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, რომ პროტოკოლი არა მხოლოდ შიგნით არის სახელმწიფოს დაცვა და ჩვენი ურთიერთობების დალაგება ისე, რომ არ მოხდეს არაფერი. რაც არ უნდა იყოს აზრების განსხვავება, ყველას თავისი ადგილი ჰქონდეს და ეს იყოს წყნარად, მშვიდად დამკვიდრებული. ამისთვის, სხვათა შორის, მე ვეცადე, სამი წელია, რომ ერთი პროტოკოლის უწყება, კოორდინაცია შეგვექმნა სხვადასხვა სამინისტროების, ყველასთან, თუნდაც საპატრიარქოსთან ერთად და ერთხელ და სამუდამოდ დაგველაგებინა საქართველოს პროტოკოლის წიგნი, რაც ასევე არის სახელმწიფოს საყრდენი, მაგრამ არ იქნა, რადგან ყველას აქვს თავისი რაღაც კერძო პატარა ამბიციები.

პროტოკოლი ასევე არის საერთაშორისო დონეზე პატარა სახელმწიფოების მთავარი დაცვა. თუ არა პროტოკოლი, მაშინ ჩვენ საერთაშორისო შეხვედრებზე ვიქნებოდით სადღაც ქვემოთ, უკან. პროტოკოლი იცავს პატარას, იცავს ყველას და ეს არ არის რაღაც ისე გამოგონებული, რომ ვიღაცის თავმოყვარეობას და ამბიციებს მოერგოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა