Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტზე ზეწოლას ახორციელებს რადიკალური ოპოზიცია, ვინც შეუძლიათ, პროცესში ყველა ჩართული ჰყავთ, ეს არის ოპოზიცია, რომელიც სალომე ზურაბიშვილს შეურაცხყოფას აყენებდა

ნახვები: 544 არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტზე ზეწოლას ახორციელებს რადიკალური ოპოზიცია, ვინც შეუძლიათ, პროცესში ყველა ჩართული ჰყავთ, ეს არის ოპოზიცია, რომელიც სალომე ზურაბიშვილს შეურაცხყოფას აყენებდა

რეალურად, პრეზიდენტზე ორკესტრირებულ ზეწოლას და შეტევას ახორციელებს რადიკალური ოპოზიცია. ვინც შეუძლიათ, ამ პროცესში ყველა ჩართული ჰყავთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია პრეზიდენტის პოლიტიკური ფონის დაძაბვისთვის გამოყენებას ცდილობს.

„ეს ის ოპოზიციაა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს არალეგიტიმურ, გაყალბებული არჩევნების შედეგად არჩეულ პრეზიდენტად მოიხსენიებდა და მას პიროვნულ შეურაცხყოფას აყენებდა. პოლიტიკური უსინდისობაა, როცა ეს ოპოზიცია საუბრობს, თითქოს პრეზიდენტზე გავლენის მოხდენა გვინდა. ცალსახად ვთქვით, რომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილია ქვეყნის ინტერესები – სახელმწიფო შტოებს შორის ბალანსი არ იყოს დარღვეული. თანმიმდევრული ვართ, რადგან პრეზიდენტის არჩევისას ვთქვით, რომ ზეპარტიული პრეზიდენტი სჭირდებოდა ქვეყანას. რადიკალური ოპოზიცია ფარისევლურად ცდილობს, პრეზიდენტი პოლიტიკური ფონის დაძაბვისთვის და საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა