რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - განა გერმანულმა, ფრანგულმა და ინგლისურმა ჟურნალებმა არ გამოიყენეს გარეკანი ერდოღანის გასანადგურებლად?

ნახვები: 446 რეჯეფ თაიფ ერდოღანი - განა გერმანულმა, ფრანგულმა და ინგლისურმა ჟურნალებმა არ გამოიყენეს გარეკანი ერდოღანის გასანადგურებლად?

თურქეთისთვის ბოლო ათი წლის განმავლობაში დაგებული ყველა ხაფანგი, მის ზურგში დამიზნებული ყველა მახვილი, ყველა ფეხის დადება დღეს თავიდან აცილებულია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრეზიდენტის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„განა გერმანულმა, ფრანგულმა და ინგლისურმა ჟურნალებმა არ გამოიყენეს ყდები ერდოღანის გასანადგურებლად?! განა ისინი არ აფორმებდნენ ამ გარეკანებს?! თქვენ ხედავდით გაერთიანებებს, რომლებიც იქმნებოდა ჩვენს წინააღმდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში. თქვენ ხედავდით, ვინ ვისთან იყო. თქვენ ხედავდით, ვინ იდგა ჩვენ წინააღმდეგ ტერორისტული ორგანიზაციებიდან დევიანტურ მოძრაობებამდე. თქვენ ხედავდით, რა ბინძურ თამაშებს თამაშობდნენ. თუმცა, რა მოხდა?! ისინი დამარცხდნენ. იმიტომ, რომ ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რამდენად ძლიერია მისი სიბრძნე და წინდახედულობა. და სწორედ ამიტომ, ისინი, ვინც ცდილობენ, თურქი ერის სისუსტე იპოვოს, მაინც დამარცხდებიან“, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანის განცხადებით, ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებული თურქეთი და დემოკრატიაა. მისი თქმით, ახლა ეროვნული მიზნებისა და ოცნებების მისაღწევად გაერთიანების დროა.

„თუ გახსოვთ, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ როდესაც გავიმარჯვებთ, ჩვენს ქვეყანაში დამარცხებული არ იქნება. ჩვენი გამარჯვებით დამარცხებული იქნებიან მხოლოდ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით ბინძური სცენარის ავტორები და მათი ინსტრუმენტები, ტერორისტული ორგანიზაციები და მევახშეები. დღეს ჩვენ იმავე დაპირებას ვიძლევით, დღეს არავინ არის წაგებული, 85 მილიონი გამარჯვებულია… დადგა დრო, ყველა დებატი და კონფლიქტი გვერდით გადავდოთ და გავერთიანდეთ ჩვენი ეროვნული მიზნებისა და ოცნებებისთვის“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა