ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

თამარ კორძაიამ საპარლამენტო უმრავლესობას - ჩვენთან მშვიდობა რომ არის, ევროპის დამსახურებაცაა და უკაცრავად, რომ ამის შეხსენება მიწევს

ნახვები: 563 თამარ კორძაიამ საპარლამენტო უმრავლესობას - ჩვენთან მშვიდობა რომ არის, ევროპის დამსახურებაცაა და უკაცრავად, რომ ამის შეხსენება მიწევს

რატომ ვივიწყებთ იმას, რას აკეთებს ჩვენთვის ევროპა, რა გაუკეთებია დღემდე და რა ხარისხის მხარდაჭერას ავლენს საქართველოსთან მიმართებაში. ის, რომ ჩვენთან არის მშვიდობა, ეს ევროპის დამსახურებაც არის და უკაცრავად, რომ ამის შეხსენება მიწევს. არ არის იმის თქმა სწორი, რა სარგებელს იღებს ჩვენგან ევროკავშირი და რა სარგებელს იღებს საქართველო ევროკავშირისგან, – ამ სიტყვებით მიმართა უფრაქციო პარლამენტის წევრმა, თამარ კორძაიამ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ცოტა უხერხულია სამი მილიონიანი ქვეყნისა და ევროკავშირის შედარება ფინანსური სარგებლის თვალსაზრისით.

როგორც თამარ კორძაიამ აღნიშნა, მის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 1-ელი მარტიდან 2023 წლის 26 აპრილამდე, საქართველოში ჯამურად გასხვისდა 424 ათას 449 კვადრატული მეტრი მიწა რუსეთის მოქალაქეებზე, დარეგისტრირდა 8 832 ინდივიდუალური მეწარმე და ასევე, შეიქმნა და დარეგისტრირდა 889 იურიდიული პირი.

„ეს სტატისტიკა საკმაოდ ბევრია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ეს ყველაფერი ხდებოდა ვიდრე პირდაპირი ფრენები აღდგებოდა რუსეთიდან საქართველოში. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში შემოდიან, აწარმოებენ ბიზნესს და ყიდულობენ უძრავ ქონებას. პოლიტიკურად რაში გვჭირდებოდა პირდაპირი ფრენების აღდგენა, თუნდაც იმ ეკონომიკური გაძლიერებისთვის, რაზეც დღეს ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, თუ არა ის, რომ ევროპისთვის ჩვენი ცუდი დამოკიდებულება გვეჩვენებინა და გვეჩვენებინა, რომ ჩვენ მაინცდამაინც არ ვართ მათი პარტნიორები“, – განაცხადა კორძაიამ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა