Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი ოცნებობს საბჭოთა კავშირის აღდგენაზე, უკრაინის შემდეგ ის ბელარუსს დაუპირისპირდება

ნახვები: 563 ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი ოცნებობს საბჭოთა კავშირის აღდგენაზე, უკრაინის შემდეგ ის ბელარუსს დაუპირისპირდება

ვლადიმერ პუტინი ოცნებობს საბჭოთა კავშირის აღდგენაზე. უკრაინის შემდეგ ის ბელარუსს დაუპირისპირდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კორეულ გამოცემა Chosun-თან ინტერვიუში განაცხადა.

„საბჭოთა კავშირის აღდგენა არის პუტინის ცხოვრების მიზანი. ამის მიღწევა დიპლომატიური გზით შეუძლებელია, ამიტომ მან გადაწყვიტა, გამხდარიყო აგრესორი და მოეკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. პუტინი უკვე თითქმის ორი წელია, თავს არიდებს ჩემთან სატელეფონო საუბარსაც კი, ამის მიზეზი მხოლოდ ერთია – სიმართლე ჩვენკენაა და მას არაფერი აქვს სიმართლის წინაშე სათქმელი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსებას და აღნიშნა, რომ„ახლა ეს არაფერს ნიშნავს უკრაინისთვის“ და რუსეთის რიტორიკა ბირთვული იარაღის გარშემო მხოლოდ წარუმატებელი პოლიტიკაა.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთი ატომური იარაღის გამოყენების მუქარას იყენებს, ეს იმდენჯერ განმეორდა, რომ უკრაინას აღარ ეშინია. პოლიტიკური შანტაჟი თითქმის ერთადერთი იარაღია, რაც მათ დარჩათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა ჩინეთის პოზიციაზე და აღნიშნა, რომ ჩინეთი პირდაპირ არ უჭერს მხარს უკრაინის პოზიციას მშვიდობის საკითხში.

„ჩინეთი პირდაპირ არ უჭერს მხარს უკრაინის პოზიციას. ჩინეთის სამშვიდობო ინიციატივას რაც შეეხება, ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ: ვაფასებთ სხვა ქვეყნების ნებისმიერ ძალისხმევას მშვიდობის მისაღწევად, მაგრამ ჩვენი საკუთარი მშვიდობის ფორმულა, ჩვენი საკუთარი ინიციატივა არის ფუნდამენტური, რადგან ეს ომი დაიწყო უკრაინაში და გრძელდება აქ. ჩინეთი თუ გააკეთებს მკაფიო განცხადებას, რომ რუსული ჯარები უკრაინის ყველა ტერიტორიიდან უნდა გაიყვანონ, მაშინ ვფიქრობ, ეს ჩვენ დაგვეხმარება“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა