რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

რობერტა მეცოლა - მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ თქვენს გზას, რათა ევროკავშირის არსებითი ნაწილი გახდეთ

ნახვები: 574 რობერტა მეცოლა - მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ თქვენს გზას, რათა ევროკავშირის არსებითი ნაწილი გახდეთ

ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ თქვენს გზას, რათა ევროკავშირის არსებითი ნაწილი გახდეთ. გვინდა, უფრო მეტად ვიმუშაოთ ერთად, რათა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ბრიუსელში, ევროპარლამენტის სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლამდე განაცხადა.

რობერტა მეცოლამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერის ნაწილში პირადი თავდადებისთვის მადლობა გადაუხდა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რომ მათ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს.

„ძვირფასო კოლეგებო, დღეს, ჩვენთან ერთად გახლავთ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ქალბატონო სალომე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროპის პარლამენტში. ნება მიბოძეთ, დავიწყოთ მადლობის გადახდით თქვენი პირადი თავდადებისთვის ევროპული მისწრაფების მხარდაჭერის კუთხით, რომელიც საქართველოს საზოგადოებას აქვს. ჩვენ გვინდა, რომ იყოს სწორი პირობები იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს მომავალს ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეებისათვის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ თქვენ გვერდით ვდგავართ და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ თქვენს გზას, რათა ევროკავშირის არსებითი ნაწილი გახდეთ, გვინდა, უფრო მეტად ერთად ვიმუშაოთ, რათა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს და ხელი შევუწყოთ იმას, რომ საქართველომ ხელიდან არ გაუშვას ისტორიული შესაძლებლობა. ამისათვის უნდა დავინახოთ ხელშესახები ნაბიჯები დემოკრატიის მიღწევის კუთხით, ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობის კუთხით, მედიის თავისუფლების კუთხით, ზოგადად მართლმსაჯულების კუთხით და მინდა ვთქვა, რომ აქ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთებები მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით. ასევე, ევროკავშირი მზად არის ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპულ გზას და სხვადასხვა კუთხით მხარდაჭერა შესთავაზოს ამ ტრანსფორმაციულ, გარდამტეხ გზაზე. საქართველოს შესაძლებლობა აქვს საკუთარი მომავალი აირჩიოს და მინდა, აღვნიშნო თქვენი სიძლიერე და გისურვოთ წარმატებები, გამოვხატო ჩემი სურვილი ერთად ვიმუშაოთ, რათა ევროპელი ხალხის წარმატება და კეთილდღეობა მომავალში მიღწეული იქნას“, - განაცხადა რობერტა მეცოლამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა