თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

ნახვები: 654 ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

უკრაინული გამოცემა tabloid.pravda.com.ua-ს ინფორმაციით, ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამის შესახებ 32 წლის უკრაინელი დეპუტატი თავის ფეისბუქის გვერდზე წერს.

იასკო წერს, რომ მისი შვილი არის მამისთვის უკრაინელი ფესვები და უკრაინული გაგრძელება.

„უკრაინელი დედის აღსარება ბავშვთა დაცვის დღეს.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი შვილი დაიბადებოდა ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი საშინელი ომის რეალობაში. ზაფხულის პირველ დღეს, ჩვენს უმრავლესობას არ სძინებია ბოლო დღეებში, ჩვენ არ ვფიქრობთ ზაფხულზე. ჩვენ ვფიქრობთ ჩვენი ბავშვების დაცვაზე.

ბავშვებზე, რომლებსაც სამწუხაროდ არ შეუძლიათ უსაფრთხოდ ყოფნა საკუთარ სახლებში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის გამო.

ის არასდროს წამოიდგენდა, რომ მისი მამა არ იქნებოდა ახლოს თავისუფალი და ჯანმრთელი იმ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში, რომლებშიც ერთად ყოფნას ვგეგმავდით.

ჩემი ბავშვი ჩემი სიყვარულია. მისი მამისთვის მისი შვილი წარმოადგენს უკრაინულ ფესვებს და ის უკრაინული გაგრძელება, რომელზეც ის ოცნებობდა და რომლიც სურდა, ამაყობდა რა უკრაინის მოქალაქის პასპორტით.

არასდროს მიფიქრია, რომ ბავშვის გაჩენა ომის დროს ნამდვილად საშიშია. საშიში და შემზარავია ფიქრი მომავალზე. ჩვენ ყველაფერი სრულიად განსხვავებულად წარმოგვედგინა. გარემოებები და რეალობა აბსოლუტურად განსხვავებული იყო.

ის, რაც მე გადავიტანე ძალიან მნიშვნელოვან თვეებში – ესაა საშინელი სიტუაცია, რომლებიც ცალკე წიგნებსა და საშინელებათა ფილმებში უნდა აღწერო. საშინელებაა.

და შენ სრულიად მარტო ხარ. და იბრძვი იმისთვის, რაც გჯერა, თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის.

შენ ერთადერთი ხარ. ბავშვთან ერთად.

ფაქტობრივად, ბავშვს მშობლებიდან მხოლოდ შენ ჰყავხარ. შენს გვერდით არის დედა, რომელიც ორივეს ფუნქციას ასრულებს – დედისა და მამის.

შენ მარტო ხარ, მაგრამ ისეთი, როგორიც შენ ხარ, ახლა ათასობით უკრაინელი ქალია, რომლებმაც ახლა იციან, თუ რას ნიშნავს ასეთი ბრძოლა თავისუფლებისა და ჩვენი შვილების თავისუფალი მომავლისთვის.

ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩვენ წარმოვადგენთ თაობას, რომელიც ქვეყანას სამუდამოდ შეცვლის და გათავისუფლდება მათგან, ვისაც ტყვეობაში ვყავართ.

ცხადია, ამის მასშტაბის წარმოდგენა შეუძლებელია. განსაკუთრებით, როდესაც ეს არა მხოლოდ ჩვენ გვეხება, არამედ ჩვენი ბავშვების თავისუფლებას. ჩვენ ქალების მხრებსა და გულებს არაერთი გამოცდა დაატყდა თავს.

ქედს ვიხრი ყველა უკრაინელი ქალის წინაშე, რომელსაც ღამით არ სძინავს, იცავს სამშობლოს მისი შრომითა და ზრუნვით, იცავს შვილს ყოველ დღე.

მე ერთ-ერთი მათგანი გახლავართ. მე დედა ვარ. უკრაინელი დედა. მე ვარ უკრაინელი ბავშვის დედა. და ჩვენ, უკრაინელი დედები ახლა ვიცავთ უკვე ჩვენი ბავშვების თაობას, რომლებიც დაიბადნენ მშობლებისგან, რომლებიც ნამდვილად თავისუფალი არიან სულით და უკრაინული გულით!

დაე, ჩვენი ბავშვები იყვნენ დაცულები!“,- წერს იასკო სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა