რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპელ კოლეგებს ვუთხარი, რომ ამ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არსებობს, ჩვენც მოგვანიჭონ სტატუსი

ნახვები: 454 ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპელ კოლეგებს ვუთხარი, რომ ამ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არსებობს, ჩვენც მოგვანიჭონ სტატუსი

მოლდოვაში ევროპელ კოლეგებს ვუთხარი, რომ ჩვენი ქვეყანა სრულად არის მზად, ივნისის ბოლოს დავასრულებთ ყველა პრიორიტეტის შესრულებას და შემდეგ უკვე არჩევანი, ბოლო სიტყვა იქნება ევროპაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვის დედაქალაქში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის შემდეგ განუცხადა.

„მქონდა საუბარი იმის თაობაზე, რომ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, სიმბოლური, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს, შემედეგი ეტაპის, ანუ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მე მათ ვუთხარი, რომ ჩვენი ქვეყანა არის სრულად მზად, დაახლოებით ივნისის ბოლოს უკვე დავასრულებთ ყველა პრიორიტეტის შესრულებას და შემდეგ უკვე არჩევანი, ბოლო სიტყვა იქნება ევროპაზე. მე მათ ვუთხარი, რომ ამ სიტუაციაში, ამ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება არსებობს ევროპაში, რომ როგორც მოლდოვასა და უკრაინას მისცეს სტატუსი, ასევე მოგვანიჭონ ჩვენ, საქართველოსაც. ვუთხარი, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი იქნება, ეს იქნება მორიგი უსამართლობა და ძალიან დიდი სტრატეგიული შეცდომა. ამაშიც მეთანხმებიან ჩვენი კოლეგები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, კიშინეუში ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრებიც.

„მქონდა საუბარი პრეზიდენტ მიშელთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან. ვფიქრობ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. სხვათა შორის, ყველანი დიდი აღფრთოვანებით ხაზს უსვამენ, რომ ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, მიუხედავად გამოწვევებისა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და ჩვენ მივდივართ წინ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა