ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

ნახვები: 600 თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

რეკორდულად მაღალი სავალუტო შესყიდვების შემდეგ, წინა კვირაში სებ-მა 17.1 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. რა შეიძლება ითქვას ლარის კურსის შესახებ ამ და სხვა უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით? აპრილის 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა თიბისი კაპიტალის მოლოდინებთან შედარებით, უფრო მაღალია, რაც ცალკე აღებული, ფასების ზრდისა და მოკლევადიან პერსპექტივაში ლარის გამყარების არგუმენტია. ინფლაციის მხრივ, მართალია მაისის სამომხმარებლო ფასების ინდექსის ჯამური დინამიკა პროგნოზთან სრულ შესაბამისობაშია, თუმცა, მომსახურების სფეროში ფასების ყოველთვიური მატება შედარებით მაღალია. ეს ინდიკატორი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს რეალობაში, თიბისი კაპიტალის აზრით, შინაარსობრივად საბაზო ინფლაციის საზომთან ყველაზე ახლოა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ წინა თვეებში ნორმალიზების შემდეგ, მომსახურების ფასების შედარებით მატება მაინც უფრო ერთჯერადი ფაქტორებით იყო გამოწვეული. ამაზე მიუთითებს მომსახურების ყველაზე მეტად გაძვირებული და გაიაფებული კომპონენტების გამორიცხვის შედეგად მიღებული ტენდენცია.

 

ამავდროულად, 2 ივნისის მდგომარეობით, ლარის ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით, საშუალო კურსი თავის გრძელვადიან ტენდენციასთან უფრო მეტად დაახლოებას აჩვენებს. თუმცა, სხვადასხვა მკვლევარის მიერ ამ ინდიკატორის შეფასება სულ მცირე შესაძლებელია განსხვავებული იყოს.

 

მთლიანობაში, როგორც ყოველთვის, ლარის კურსის პროგნოზი არაერთ ახალ ინფორმაციაზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის, თუ რა იქნება თუნდაც ევრო/დოლარის წყვილის სამომავლო მიმართულება და სხვა. ამასთან, სადღეისოდ არსებულ შეფასებასა და ლარის მიმდინარე კურსზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ახლო პერსპექტივაში თიბისი კაპიტალის მოლოდინები, ადრინდელთან შედარებით, მართალია მცირე, მაგრამ მაინც გაუფასურებიდან ამჟამად უფრო ნეიტრალურისაკენ შეიცვალა.

 

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა