თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

„პანდორას დოკუმენტებში“ ივანიშვილიც ფიგურირებს

ნახვები: 432 „პანდორას დოკუმენტებში“ ივანიშვილიც ფიგურირებს

გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) 35 მოქმედი და ყოფილი მსოფლიო ლიდერის ოფშორულ ანგარიშებთან კავშირების შესახებ დოკუმენტები გამოაქვეყნა, სახელწოდებით „პანდორას დოკუმენტები."

გამოძიებაში 600-ზე მეტი ჟურნალისტი მონაწილეობდა. მათ 11 მილიონზე მეტი კონფიდენციალური დოკუმენტი მოიპოვეს. მასალები მსოფლიოს 91 ქვეყანაში 330-ზე მეტი პოლიტიკოსის ფინანსური ოპერაციების შესახებ ინფორმაციას მოიცავს. საუბარი ძირითადად ოფშორულ ანგარიშებზეა, რომელსაც გავლენიანი პოლიტიკური ფიგურები იყენებდნენ.

დოკუმენტებში მილიარდერი ბიძინა ივანიშვილიც ფიგურირებს. გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, ივანიშვილმა 1998-2016 წლებში ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე 12 კომპანია დააარსა.

ერთ-ერთი კომპანია Silverpot Holdings Ltd-ის დაფუძნების მიზანი იყო საბროკერო ანგარიშის მეშვეობით საჯაროდ აღნუსხული კომპანიების კონტროლი. კიდევ ერთი ობიექტი Brighton Corporate Ltd კი იმისთვის დაფუძნდა, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის გარკვეული პროექტები ვალად აღებული სააქციო კაპიტალით დაფინანსებულიყო.

Pandora Papers-ის მასალებში მოხვდა იმ 14 ფირმიდან გაჟონილი ინფორმაციაც, რომლებიც კლიენტებს ოფშორულ ზონებში კომპანიების დაარსებაში ეხმარებიან. მათ შორისაა კომპანია Alcogal. გამომძიებელ ჟურნალისტთა კონსორციუმის ინფორმაციით, სწორედ Alcogal-ს მიმართა ოფიციალური წერილით ვირჯინის კუნძულების ფინანსურმა მარეგულირებელმა 2011 წლის ოქტომბერში და ჰკითხა ივანიშვილისთვის დაფუძნებული კომპანია Finseck-ის შესახებ.

Alcogal-მა კი უპასუხა, რომ კომპანია დაკავშირებული იყო ქონების მინდობით მართვასთან და იგი ივანიშვილმა შვილების კეთილდღეობისთვის დააფუძნა. დოკუმენტებში არ ჩანს, თუ რამ განაპირობა მარეგულირებლის დაინტერესება ან როგორ გადაწყდა საკითხი.

ჟურნალისტთა კონსორციუმმა კითხვებით მიმართა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენელს, გიორგი ბაჩიაშვილს, თუმცა პასუხები მისგან ვერ მიიღო.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა