ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ფაშინიანმა გადალახა მრავალი წინააღმდეგობა, ოპოზიციური გაგება თავის ქვეყანაში და მიიღო თურქეთის მოწვევა საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე დასასწრებად, რისთვისაც მადლიერება გამოვხატეთ

ნახვები: 540 რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ფაშინიანმა გადალახა მრავალი წინააღმდეგობა, ოპოზიციური გაგება თავის ქვეყანაში და მიიღო თურქეთის მოწვევა საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე დასასწრებად, რისთვისაც მადლიერება გამოვხატეთ

ნიკოლ ფაშინიანმა გადალახა მრავალი წინააღმდეგობა, ოპოზიციური გაგება თავის ქვეყანაში და მიიღო თურქეთის მოწვევა საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე დასასწრებად. ჩვენ ამისთვის მადლიერება გამოვხატეთ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის პროგრესი მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს თურქეთის სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას.

„გარდა ამისა, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო მათი ბოლო განცხადება, რომ მათ შეუძლიათ, აღიარონ აზერბაიჯანის, მათ შორის ყარაბაღის ტერიტორიული მთლიანობა. რა თქმა უნდა, ამის აღიარება მნიშვნელოვანი განვითარებაა, მაგრამ სომხეთში ფაშინიანის მიმართ დამოკიდებულება ასევე ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ საკითხთან დაკავშირებით ფაშინიანს ნაბიჯი უკან ჯერ არ გადაუდგამს. რაც შეეხება ზანგეზურის დერეფანს, ეს სომხეთის პრობლემა არ არის, ზანგეზურის დერეფანი ირანის პრობლემაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორი ქვეყანა, რომლის მოსახლეობა უპირატესად მუსლიმია. ის, რომ ირანი აქ ასეთ დამოკიდებულებაშია, აზერბაიჯანსაც და ჩვენც გვაღელვებს. ასევე, აქ თითო ვაგონზე დაწესებული საფასური, სამწუხაროდ, ძალიან, ძალიან მაღალია. იმედია, მალე დავძლევთ ამ პრობლემას. ამაზე დადებითი მიდგომა რომ ჰქონოდათ, დღეს თურქეთი-აზერბაიჯანი-ირანი ერთმანეთთან ინტეგრირებული იქნებოდა როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო გზით და ალბათ პეკინი-ლონდონის ხაზი გაიხსნებოდა“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა