Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ევროკავშირის ელჩი :საქართველო არასოდეს ყოფილა ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც ამჟამად

ნახვები: 682 ევროკავშირის ელჩი :საქართველო არასოდეს ყოფილა ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც ამჟამად

გთხოვთ, ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობა სათანადოდ შეაფასოთ. მათ, ვინც კარგად იცნობს ევროკავშირის გაფართოების ხანგრძლივ და შრომატევად პოლიტიკას, იცის, თუ რა მნიშვნელოვანი მიღწევაა ამ ქვეყნებისთვის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი გამხდარიყვნენ , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კონფერენციაზე „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე – ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან" სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისა და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

ელჩის შეფასებით, საქართველო არასოდეს ყოფილა ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც ამჟამად.

მან, იმ დროს, როდესაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებას ელოდება, ქვეყნის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ყველაფერი გააკეთოს 12 რეკომენდაციის შესასრულებლად.

"ომმა უკრაინაში ასევე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. მოგეხსენებათ, გასული წლიდან ჩვენი თანამშრომლობა ქვეყნების ე. წ. სამეულთან გადავიდა ახალ საფეხურზე, როდესაც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველომ - ევროპული პერსპექტივა. გთხოვთ, ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობა სათანადოდ შეაფასოთ. მათ, ვინც კარგად იცნობს ევროკავშირის გაფართოების ხანგრძლივ და შრომატევად პოლიტიკას, იცის, თუ რა მნიშვნელოვანი მიღწევაა ამ ქვეყნებისთვის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი გამხდარიყვნენ.

ევროკავშირმა ასევე განაცხადა მზადყოფნა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ძირითადი პრიორიტეტების შესრულების შემდეგ. ეს იყო როგორც ისტორიული გადაწყვეტილება, ასევე უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს მიეცა. საქართველომ დიდი ხანია გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი ევროკავშირშია. ეს საქართველოსა და მისი ხალხის ისტორიული არჩევანია.

ევროკავშირში გაწევრიანება ძლიერ პოლიტიკურ ნებას და წევრობის კრიტერიუმების შესრულების მიმართ ურყევ ერთგულებას მოითხოვს. ამისთვის საჭიროა ერთიანობა, შრომა და ბევრი კომპრომისის გაწევა. ეს არ არის ადვილი, მაგრამ შესაძლებელია. ასევე არაერთხელ გავხდით მოწმენი, რომ საქართველოს ხალხი მისი პოლიტიკური ლიდერებისგან ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე ერთგულებას ელოდება.

საქართველო არასოდეს ყოფილა ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც ამჟამად. ველოდებით რა ევროკავშირის 27 სახელმწიფოსა და მთავრობების მეთაურების გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით და 12 პრიორიტეტში აღწერილი რეფორმები განახორციელონ. ევროკავშირი კვლავ მზადაა საქართველოს ამ ძალისხმევაში დაეხმაროს",- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა