სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

რუსული სპეცოპერაცია "ვარლამი" - წერილი II

05.10.2021 ნახვები: 1712

წერილი II

წინა წერილის ბოლოს შევნიშნეთ "ვარლამი", როგორც პოლიტტექნოლოგიური ინჟინერიის მრავალფუნქციური პროდუქტი, რომელიც "ფაზლ"-ის სიზუსტით თავსდება იმ მატრიცაში (ამჯერად ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის თვალსაზრისით) რაც სახიფათოდ ეწინააღდეგება ქვეყნის გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებს.
ამჯერად სჯობს ვიმსჯელოთ ამ "ფაზლის" სხვადასხვა წახნაგზე.

ხსენებული "სიზუსტე" ნამდვილად თვალსაჩინოა:
ა) "ვარლამის" აპოლიტიკური იმიჯი, როგორც "სახალხო ლიდერისა";
ბ) ვარლამის სოციალური სტატუსი (თეოლოგი - პრესტიჟული ამპლუა)
გ) ვარლამის ახალგაზრდობა "და სისპეტაკე", ამქვეყნიური "გაუსვრელობა"
დ) "ვარლამი", როგორც ქართველი ერის ყველაზე პასსიონარული და კოლექტივისტური სუბეთნოსის წარმომადგენელი
ე) "ვარლამის" ჰაბიტუსი. შესაბამისად, გენდერული რესურსი. ოოოოოო........ ეს წვრილმანი ან მეორეხარისხოვანი ფაქტორი არავის ეგონოს.

ერთი სიტყვით, "იდეალური ფიგურაა", - "დიმიტრი გელოვანია" ხსენებული პროექტის განსახორციელებლად, რაც ქვეყნისთვის მეტად საჭირო და სასარგებლო პროექტის ჩაშლას ისახავდა მიზნად. ასევე, შესაბამისი პრეცედენტის შექმნას.ეს ხომ არ არის მხოლოდ "ნამახვანი"! ესაა ჰიდროენერგეტიკა ზოგადად, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის წყარო.
მოძრაობა ნიკ-ნეიმით "ვარლამი" და "ვარლამით გამარჯვება" აძლიერებს "ანტიჰესურ" პარანოიას ქვეყნის მასშტაბით იმდენად, რომ მთავრობას, რომელმაც ამ საკითხში სრული კაპიტულაცია გამოაცხადა, აღარ რჩება არც არგუმენტი, არც რაიმე მორალური თუ პოლიტიკური რესურსი, რატომ არ უნდა გამოაცხადოს კაპიტულაცია ყველა სხვა ჰესის მშენებლობის თემაზე.
ჰესები კი ბევრი შენდებოდა. პროექტირების თვალსაზრისით მაინც: ალბათ მხოლოდ საქართველო შეიძლებოდა ყოფილიყო ქვეყანა, სადაც ერთადერთ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან ბუნებრივ სიმდიდრეს - ჰიდრო რესურსთა სიჭარბეს არ გამოიყენებდნენ.
უფრო ზუსტად, ვერ გამოიყენებდნენ, რაკი ამ ქვეყანას ისტორიულად ნამდვილად არ აღმოაჩნდა იმუნიტეტი უცხოეთიდან დიდოსტატურად მართულ პროცესთა საწინააღდმეგოდ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

"ვარლამის" მხოლოდ უკვე ჩამოთვლილი რესურსები არ კმარა ტექნოლოგიის მთელი სირთულისა და დახვეწილობის აღსაქმელად. აუცილებელია სისტემური კომუნიკაცია, პროფესიულ ენაზე Приводные ремни, რაც რთული მექანიზმებით, საბოლოოდ ამ მექანიზმთა აღმძრავ ძალასთან მიგვიყვანს.
თან ისე, რომ ვარლამმა ამის შესახებ შესაძლოა სულაც არაფერი იცოდეს, ვერ ამჩნევდეს (უფრო, ვიდრე "არ იმჩნევდეს") და ვერ ხედავდეს.
ეს არცაა აუცილებელი პირობა, რათა მექანიზმი მწყობრად "გუგუნებდეს" და საქმეს აკეთებდეს.
ხოლო რა არის ეს მექანიზმი, ეს Приводные ремни იოლად აღსაქმელია, თუ "სუს-ფეიფერს" ანუ სპეცსამსახურიდან გამოჟონილ ფაილებს გადავავლებთ თვალს: რა მოცულობით, რა სიღრმით, რა ინტენსივობით იყო და არის ჩართული ამ მავნებლურ პროცესში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია..........რუსული ეკლესიის "და" (Церовь - Сестра) განუშორებელი კანონიკური იდენტობითა და განუყოფელი ინტერესებით; ასევე მრავალწლიანი ინსტიტუციური თუ პერსონალური კავშირებით; КГБ-ეპოქიდან გადმოყოლილი კომპრომატებით და სულ ახლახანს "ნასმენი" სატელეფონო დიალოგებით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ვიმეორებ: სულაც არ არის გამორიცხული "ახალგაზრდა ვარლამის ვნებანი" გულწრფელი იყოს. მთავარია, როგორ იქმნება "პროდუქტი", რომელიც გარკვეულ ავტონომიურობას ამჟღავნებს, თუმცა ბოლომდე მართულად რჩება.
ვიღაც ხომ უმზადებს ვარლამს ამ მესიჯ-ბოქსს ზუსტად გათვლილი ეთნო-ფსიქოლოგიური "ტოპიკებით":
"ტვიში იღუპება" (სრული ტყუილი -დ.)
"მაჰმადიანები და თურქები საქმდებიან მშენებლობაზე" (აშკარა ფეიკი. იმდენად აშკარა, რომ....."უფრო დამაჯერებელიც კია - წმიდად "გებელსურად");
"არ ჩატარებულა კვლევა" (სინამდვილეში 59 კვლევა ჩატარდა, თუმცა ჩვენი ეროვნული მენტალობა მხოლოდ იმ კვლევას სცნობს "კვლევად", რომელიც სასურველ დასკვნას დებს. სხვები არ ითვლება - დ.)
"ვერ გაუძლებს მიწისძვრას......."(უკიდეგანო დემაგოგია! იგეგმებოდა ბეტონის გრავიტაციული კაშხლის მშენებლობა, რომლის ჩამონგრევის ალბათობა ფაქტობრივად ნულის ტოლია. ამ ლოგიკით და ამგვარი კონტრარგუმენტით არაფრის აშენება არ შეიძლება და არ შეიძლებოდა არსად - ფუკუიამას ჩათვლით, სადაც წყალქვეშა მიწისძვრამ გამოიწვია საშინელება. თბილისში რომ მოხდეს 12 ბალიანი მიწისძვრა, ყველანი დავიხოცებით, რადგან უკლებლივ ყველა მრავალსართულიანი შენობა დაინგრევა ისევე, როგორც დაინგრევა ნიუ-იორკში. მაშინ ნუ ავაშენებთ და გადავსახლდეთ ტრიალ მინდვრად, - კარვებში. ყველაზე უსაფრთხო ადგილია სეისმოლოგთა მტკიცებით
"დაიღუპება კოლხური ზუთხი" (როგორ დაიღუპება, თუკი საპროექტო ტერიტორიაზე საერთოდ არ ხვდება?! -დ)

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თუმცა ეს კიდევ არაფერია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საშუალო და მაღალი იერარქიის "ჩართულობასთან" შედარებით და დიდი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "მაღალტექნოლოგიური ინჟინერინგის პროდუქტთან" სწორედაც ამ "ღვედების" მეშვეობით ხდებოდა კომუნიცირება. ისევე, როგორც მისი მართვა:

""მიტროპოლიტ...... ს. კ.-თან საუბარში მიტროპოლიტი ს.გ. დაინტერესდა ჰესის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით.........მის ნაცნობს აღელვებს მისი (კ) ეპარქიის სასულიერო პირის ლევან გოლეთიანის და ამ უკანასკნელის მეუღლის მარიტას (მუსელიანი) რადიკალური პოზიცია და მოლაპარაკებების პროცესში არ სურთ ვინმეს მხრიდან რაიმე სახის პროვოკაციების მოწყობა"".........

""მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ........ ამავე ეპარქიის სასულიერო პირს, დეკანოზ ლევან გოლეთიანს აცნობა, რომ "ნამახვანის ჰესის" მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით, მ/წ 19 დეკემბერს შეხვდა იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძეს და მინისტრის მოადგილეს......... მან ზემოხსენებულ პირებს შესთავაზა მოსახლეობის და ექსპერტების მცირე ჯგუფთან შეხვედრა

მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ........ გუბერნატორთან საუბრის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა ამავე ეპარქიის დეკანოზი ლევან გოლეთიანი, რომელმაც მიტროპოლიტს განუცხადა, რომ მ/წ 23 ივნისს ქ.ქუთაისში "რუსთაველის" ხიდზე ადგილობრივი მოსახლეობა გეგმავს ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციის გამართვას. დეკანოზმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაგეგმილ აქციასთან არც მას და არც მის მეუღლეს არანარი კავშირი არ აქვთ.........

............მღვდელმთავარი არის საკმაოდ გონებამახვილი ადამიანი და ნათლად უნდა ხედავდეს ჰესთან დაკავშირებულ პრობლემას, რის გამოც მიიჩნევს, რომ ამ უკანასკნელს სავარაუდოდ „ვიღაცეებთან" აკისრია გარკვეული მოვალეობა ამის გამო იქცევა უცნაურად და ყველაფერთან ერთად ქუთაისის ეპარქიის სასულიერო პირებისგან იღებს არასრულ და დაუზუსტებელ ინფორმაციას. ლ.გოლეთანმა გაიზიარა ეს პოზიცია.

............მ/წლის 25 იანვარს, 14:00 საათზე, საპატრიარქოში დაგეგმილია შეხვედრა, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მიტროპლიტ შიო მუჯირსა და ხელისუფლების წარმომადგენელებს შორის..............

მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ........ აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, ჰესის მშენებლობის საკითხის დარეგულირებაში ჩართულია „უშიშროებაც", თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მაინც არ დაუშვებს პროექტის განხორციელებას.

მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ........ თქვა, რომ ვრეცლდება ინფორმაცია, თითქოს მიტროპოლიტის....... ეპარქიის მმართველად გადაყვანა განაპირობა ამ უკანასკნელის ნეგატიურმა პოზიციამ "ნამახვანჰესის" მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ასეულობით ფაილი ადასტურებს, რომ ეკლესია თავიდან ბოლომდე, თხემიდან ტერფამდე, კვერთხიდან ქოშამდე იყო ჩართული ისტორიული პროექტის დანაშაულებრივად ჩაშლაში და სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: არა ხეობაში დაცემული კარვების ქალაქიდან, არამედ საეკლესიო ბუდუარებიდან ხშირად იგზავნებოდა "შიფროგრამები"........ სადაც ჯერ არს.
იქ, იქ, იქ, საიდანაც "ძალისა და ვერცხლის" ნაკადი არასოდეს შემწყდარა.......ოღონდ კი ეს ქვეყანა ვერ გაიმართოს წელში, ვერ მოსწყდეს "დერჟავას" და მის საუკუნოვან ინსტიტუტებს, რომელთაგან Газпром ყველაზე ახალგაზრდაა, ხოლო Великая русская православная церквь - ყველაზე ხნიერი, თუმცა კვლავინდებურად ძალმოსილი - "წითელპაგონიანებისა" და კრემლში მათი ამჟამინდელი პროტეჟეს მიერ.

 

დათო გამცემლიძე'

ჟურნალისტი, ისტორიკოსი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა