თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ნახვები: 660 საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა ლარნაკაში კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 გაიმარჯვა.

 

 

 

ვილი სანიოლმა ნორვეგიასთან მატჩის შემდეგ შემადგენლობა შეცვალა – დაცვაში ლუკა ლოჩოშვილი გამოჩნდა, ტრავმის შემდეგ თერთმეტეულში ოთარ კიტეიშვილი დაბრუნდა, ფრანგმა სპეციალისტმა ძირითადში ადგილი ანდო გიორგი ჩაკვეტაძეს, შეტევაში კი გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია დააყენა.

პირველი სახიფათო მომენტი ქართველებმა შექმნეს – მე-7 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ დაარტყა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. მე-9 წუთზე მასპინძლებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ, მაგრამ მამარდაშვილმა საკუთარი შეცდომა თავადვე გამოასწორა და „ჯვაროსნები“ გადაარჩინა.

28-ე წუთზე კვარაცხელიამ მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ ჩაკვეტაძე დატოვა, მაგრამ მან მეკარეს ვერ აჯობა.

საქართველოს ნაკრებმა 31-ე წუთზე ანგარიში მაინც გახსნა – გიორგი მიქაუტაძემ გადაცემა ჩაჭრა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ზუსტადაც დაარტყა. მაგრამ რვა წუთში საქართველოს კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც იოანის პიტასმა შეასრულა – მამარდაშვილი ბურთს  კი მისწვდა, მაგრამ მოგერიება ვერ მოახერხა. ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში კვიპროსელებმა ზონები კარგად გადაკეტეს და საქართველოს ნაკრები თამაშში გარდატეხის შეტანას ვერ ახერხებდა.

საქართველოს ნაკრები მთელი ძალით შეტევაში წავიდა და 84-ე წუთზე ამ მცდელობამ შედეგი გამოიღო – შეცვლაზე შესულმა ზურიკო დავითაშვილმა მოახერხა გოლის გატანა და საქართველოს ნაკრების დაწინაურება.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

მომდევნო მატჩს ქართველები 20  ივნისს გლაზგოში, შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავენ.


კვიპროსი – საქართველო 1:2


გოლები: 0:1 მიქაუტაძე (31), 1:1 პიტასი (39. პენალტი). 1:2 დავითაშვილი (84)

კვიპროსი (3-5-1-1): მოლი – ანტონიუ, კარო (63. ანტონიადესი), გოგიჩი, ლაიფისი – ​ანტონიუ, ხარლამპოსი (77. სატსაისი), კუსულისი, კასტანიოსი, კორეა, ციონისი (60. ლოიზოუ), პიტასი (77. კრისტოფი)

სათადარიგოები: პანაი, დ. დემეტრიუ, მიხაელი, კორეა, ხრისტოფი, ილია, პილეასი, ანდრეუ, სერგიუ, სატსიასი.

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი – კაკაბაძე, კაშია, ლოჩოშვილი (87. დვალი)– გოჩოლეიშვილი (74. ს. ლობჟანიძე), კვეკვესკირი (74. გაგნიძე), კიტეიშვილი, აზაროვი – ჩაკვეტაძე (74. დავითაშვილი), კვარაცხელია – მიქაუტაძე (88. ზივზივაძე).

სათადარიგოები: ლორია, გუგეშაშვილი, გველესიანი, კვირკველია, ქვილითაია, შენგელია, ალთუნაშვილი,

მწვრთნელი: ვილის სანიოლი

არბიტრი: ფაბიო ვერისიმო (პორტუგალია)

პირველი არხი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა