თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინს აქვს ინფორმაცია ევგენი პრიგოჟინის გარშემო შექმნილ ვითარებაზე და ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული

ნახვები: 523 დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინს აქვს ინფორმაცია ევგენი პრიგოჟინის გარშემო შექმნილ ვითარებაზე და ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აქვს ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის გარშემო შექმნილ ვითარებაზე, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებულ ვითარებაზე ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული.

ცნობისთვის, „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურმა ტელეგრამ-არხში გაავრცელა აუდიოჩანაწერში, რომელშიც პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის“ სამხედრო ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. როგორც მან აღნიშნა, ამას მათი მხრიდან საპასუხო მოქმედებები მოჰყვება. „ვაპირებ, შევაჩერო ბოროტება, რომელსაც ატარებს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა. გავანადგურებ ნებისმიერ თვითმფრინავს და ყველა ბლოკპოსტს, რომელიც გზაზე გადაეღობება“, – განაცხადა „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა.

პრიგოჟინის ბრალდება უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია: „ინფორმაცია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან „დარტყმის“ შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება“.

ამასთან, სამხედრო ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა