თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პროკურატურია:შუბითიძე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს

ნახვები: 465 პროკურატურია:შუბითიძე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს.

"2023 წლის 29 აპრილსთამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან თითქმის 3 წლის შემდეგდაკავებულმა ერთ-ერთ ტელეკომპანიას ინტერვიუ მისცათამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებული გარკვეული გარემოებების შესახებინტერვიუს მიმდინარეობის დროს გაცხადებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება.

სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას ბრალდებულმატელეკომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაცია გაიმეორარაც არაერთ ტყუილს შეიცავდა და მიზნად ისახავდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახისსაზოგადოებისსაგამოძიებო უწყებისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანასინტერვიუს მიმდინარეობისასისევე როგორც სასამართლოში დაკითხვის დროსბრალდებულმა განაცხადარომ თამარ ბაჩალიაშვილის გვამის აღმოჩენის შემდგომსაქმეზე გამოძიება უშუალოდ მან დაიწყო", - წერია განცხადებაში. 

პროკურატურის თქმით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინება, რაც მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე დღეს დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ შუბითიძის ყოფილმა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა დაადასტურა.

29 აპრილს, შაბათის ფორმულამ ჩაწერა 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე, რომელიც აქამდე უცნობ დეტალებს ჰყვება. გამომძიებლის თქმით, საქმის გამოძიება გაყალბდა.

საქმის გამომძიებელი შაბათის ფორმულასთან რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე საუბრობს. თამარ ბაჩალიაშვილის საქმის დღემდე უცნობი ეპიზოდი, მის მობილურ ტელეფონს უკავშირდება. სერგო შუბითიძე იყო ის გამომძიებელი, ვინც ბაჩალიაშვილის ტელეფონი ჩაიბარა და შემდეგ მასში შენახული ინფორმაცია გადაამოწმა. გამომძიებელი საქმის გაყალბების ათვლის წერტილად სწორედ იმ მომენტს ასახელებს, როცა მის კაბინეტში დეტექტივის თანაშემწე, ელგუჯა აპუაშვილი მივიდა, გახსნილი ტელეფონი ე.წ. ლუქთან ერთად მიუტანა და უთხრა, რომ თავიდან უნდა დაელუქა.

 

 
 
 
-0:01
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა